კატეგორიები

კრისტოფერ ნოლანის ფილმის გამოსვლის შემდეგ კუნძული ითაკა უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს

კრისტოფერ ნოლანის ფილმის გამოსვლის შემდეგ კუნძული ითაკა უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს
ითაკა, რომელიც იონიის ზღვაში, საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს, ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილებიდან შორსაა. კრისტალურად სუფთა წყლებისა და განსაცვიფრებელი ყურეების მიუხედავად, ის არასდროს ყოფილა საბერძნეთის ტურისტულ ცენტრებს შორის.

თუმცა, ახლა, კრისტოფერ ნოლანის „ოდისეას“ შემდეგ ჰომეროსისა და „ოდისევსის“ თაყვანისმცემლები ითაკას თავიანთ მოგზაურობის მარშრუტებს უმატებენ.

ბერძნულს ბავშვობიდან დავეუფლე და „ოდისეა“ შევისწავლე. მომწონს „ოდისევსი“. ეს საუცნებო რამაა ჩეთვის“. - ამბობს ტურისტი იტალიიდან, ჯორჯია ონგარატო.

ითაკის მერი ჰოლივუდის ფილმის შემდეგ ტურიზმის ზრდას ელის, თუმცა ამბობს, რომ უფრო დიდი გავლენა მომდევნო ტურისტულ სეზონზე უფრო აისახება.

„ფილმის გამო კუნძულზე ვიზიტორების დიდი ნაკადი ჯერ არ არის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მომავალ წელს მოხდება, რადგან ფილმი თანდათანობით გამოვა მთელ მსოფლიოში. ამიტომ ყველას გაუჩნდება კუნძულის მონახულების სურვილი“. - აცხადებს ითაკის მერი, დიონისეს სტანიცასი.

თუმცა ადგილობრივი ბიზნესის მფლობელები უკვე ხედავენ ნიშნებს, რომ კუნძული ფილმის გამოსვლის შემდეგ საერთაშორისო აღიარებას იძენს.

„ტურისტები, რომლებსაც შევხვდი, უკვე საუბრობენ ამაზე. ისინი ამბობენ, რომ ამას დადებითი შედეგი მოჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პრემიერა ჯერ ყველა კინოთეატრში არ შემდგარა, უკვე დაიწყო კუნძულის რუკაზე განთავსება და მისით დაინტერესება ფილმის წყალობით“. - ამბობს ტავერნის მფლობელი, ჰიმი ჰოცა.

ადგილობრივებმა  წლების განმავლობაში იცოდნენ, თუ რა იზიდავს ითაკაში ვიზიტორთა დიდ ნაწილს: არავინ და არაფერი, მხოლოდ ჰომეროსი და „ოდისეა“.

„ხალხი მოდის, რადგან მათ იციან ოდისევსისა და მისი ავტორის, ჰომეროსის, ლეგენდა, ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიზეზი, მაგრამ ეს ასევე ძალიან ლამაზი, პატარა კუნძულია“. - აცხადებს სუვენირების მაღაზიის მფლობელი, იოანა გრივა.

მუდმივი გამოფენა „სინათლე ჰომეროსის ითაკაზე“ წარმოადგენს არქეოლოგიურ აღმოჩენებს, რომლებიც თანამედროვე ითაკას ოდისევსის ლეგენდარულ სამშობლოსთან აკავშირებს.

„ვფიქრობ, ეს კარგი გზაა იმისთვის, რომ მეტი ადამიანი დაინტერესდეს ჰომეროსით და ზოგადად მითოლოგიით. თუმცა, ფილმი ნამდვილად არ მიჰყვება ორგინალ ტექსტს“. - აცხადებს არქეოლოგი და ანთროპოლოგი აშშ-დან, ტიგან მესინგი

„მომავალი წლიდან ვიზიტორების მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას გავლენა ექნება იმ თვეებზეც, რომლებიც, როგორც წესი, ნაკლებად დატვირთულია. ეს არის ოქტომბერი, შესაძლოა, ნოემბერიც კი, ასევე მარტი და აპრილი, რომლებიც ითაკაში მშვიდი თვეებია. ჩემი აზრით,  ამის მიზეზი, პირველ რიგში, ნოლანის ფილმი იქნება, თუმცა ნოლანის ფილმამდე ჯერ ჰომეროსია“. -ამბობს ფილოლოგი და არქეოლოგი, სპიროს კუვარასი.

დაკავშირებული ამბები
კრისტოფერ ნოლანის ფილმის გამოსვლის შემდეგ კუნძული ითაკა უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს ევროკავშირის ახალ შესვლა-გასვლის სისტემის ხარვეზების გამო, მგზავრებმა წინდახედულობა უნდა გამოიჩინონ