ევროპაში კვლავ ებრძვიან ტყის ხანძრებს.. საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის ახალი კერა გაჩნდა სოფელ კუვარასში, რომელიც ათენიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. ადგილზე უკვე მობილიზებულია 170 მეხანძრე. პოლიცია კი ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებოდა.
ამავდროულად, მეხანძრეები დატვირთული რეჟიმით მუშაობენ იტალიის ლომბარდიის რეგიონში. მთიან რელიეფზე, ასევე ლეკოს ტბის გარშემო ხანძრის ლოკალიზების პროცესში ჩართულია სახანძრო ავიაცია,
იტალიურმა გარემოსდამცველმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ლეგამბიენტემ“ განაცხადა, რომ წელს იტალიაში 80,300 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი დაიწვა.
ალბანეთშიც, მეხანძრები, ავიაცია და სამხედროები მთელი ღამის განმვალობაში ცდილობდნენ კრუიეს მთაზე დიდ ფართობზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას. ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, რომელსაც ხანძრის დაუდევრობით გაჩენას ედავებიან.
გასულ კვირას ესპანეთის უელვის რეგიონში გაჩენილმა ხანძარმა უკვე გადაწვა 20,000 ჰექტარი მიწის ფართობი, ძლიერი ქარის გამო მეხანძრეები ჯერჯერობით მის გაკონტროლებას ვერ ახერხებენ.
ტყის ხანძრებიასაფრანგეთშიც,სადაც 42 დეპარტამენტში საფრთხის მაღალი დონეა გამოცხადებული.
