კატეგორიები

შვეიცარიის რონის მყინვარი, სითბური ტალღების შედეგად სწრაფი ტემპით მცირდება

შვეიცარიის რონის მყინვარი, სითბური ტალღების შედეგად სწრაფი ტემპით მცირდება
რამდენიმე სითბური ტალღის შემდეგ  შვეიცარიის რონის მყინვარი სწრაფი ტემპით მცირდება .მეცნიერები ამბობენ, რომ ერთ თვეში ოთხ მეტრამდე ყინულის საფარი გაქრა. მყინვარი ყოველდღე დაახლოებით 10 სანტიმეტრ ყინულს კარგავს დნობა ივნისსა და ივლისში უჩვეულოდ თბილმა პირობებმა გამოიწვია. მყინვარი დნება შიგნიდანაც

„ეს ადგილი ნელ-ნელა იშლება. მყინვარის ქვეშ მომდინარე ნაკადულმა დიდი ღრუ გამოკვეთა. ეს ღრუ შემდეგ ჩამოინგრა. ბოლო წლებში, ზედაპირის გარდა, მყინვარები შიგნიდანაც ინტენსიურად დნება.  ეს პროცესები მყინვარებს შიგნიდან აზიანებს. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც დნობას კიდევ უფრო აჩქარებს.“ - აცხადებს გლაციოლოგი, მატიას ჰასი.

მკლევრები აცხადებენ, რომ გამდნარი წყალი მყინვარს შიგნიდან აცარიელებს. შიდა ეროზია კი ყინულს უფრო მეტად დაუცველს ხდის. უკანასკნელი გაზომვები აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად ქრება მყინვარი.

„ჩვენ ვაკვირდებით  ყინულის დნობის მაჩვენებელს. ორი კვირის წინ, ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, ყინული 1.40 მეტრით შემცირდა. ეს დღეში დაახლოებით 10 სანტიმეტრის დანაკარგია. ივნისის შუა რიცხვებიდან, როდესაც წელს პირველად ვიყავი ამოსული რონის მყინვარზე, დანაკარგმა ამ ჯოხის სიმაღლეს გადააჭარბა. ამგვარად, ერთ თვეში ამ წერტილსა და იმ წერტილს შორის დაახლოებით 4 მეტრი გაქრა. ეს  მნიშვნელოვანი რაოდენობაა და, რა თქმა უნდა, მყინვარისთვის ძალიან პრობლემურია.“ - ამბობს მატიას ჰასი.

თოვლის ჩვეული საფარის გარეშე მყინვარი განმეორიბითი  სითბური ტალღების ზემოქმედების ქვეშ იყო, რამაც კიდევ მეტად დააჩქარა დნობის პროცესი.

„დნობის მაღალი ტემპის გამო მყინვარი ძალიან სწრაფად იხევს უკან. ვფიქრობ, რომ ამ ტერიტორიაზე 5-10 წლის განმავლობაში ყინული აღარ იქნება. მყინვარი მხოლოდ მაღლა, მთებში,  დარჩება, სადაც უფრო ცივა და მეტი თოვლია.“ - აცხადებს მატიას ჰასი.

დაკავშირებული ამბები
შვეიცარიის რონის მყინვარი, სითბური ტალღების შედეგად სწრაფი ტემპით მცირდება ყაზახეთმა ველურ ბუნებაში პირველი ვეფხვი გაუშვა მას შემდეგ, რაც 70 წლის წინ რეგიონიდან საერთოდ გაქრა თურანული ვეფხვი