კატეგორიები

შვედეთი უკრაინას რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაკავებულ გემს გადასცემს

შვედეთი უკრაინას რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაკავებულ  გემს გადასცემს
შვედეთი კიევს  გადასცემს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაკავებულ სატვირთო გემს, რომელსაც, როგორც უკრაინა ვარაუდობს, მისი ოკუპირებული ტერიტორიიდან მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა.

უზენაესმა სასამართლომ 4 აგვისტოს არ დააკმაყოფილა საჩივარი, რომლითაც გემის მფლობელ კომპანიას სურდა უკრაინის მოთხოვნისა და შვედეთის ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების  დაბლოკვა.

6 აგვისტოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ მადლობა გადაუხადა შვედეთს და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის.

 „კაფა“, რომელიც გვინეის დროშის ქვეშ მიცურავდა, სანქტ-პეტერბურგისკენ მიემართებოდა. მარტის დასაწყისში ტრელებორგთან, სამხრეთ სანაპიროზე, ხომალდზე შვედეთის შეიარაღებული პოლიცია ავიდა.

ბორტზე მყოფი 11 ეკიპაჟის წევრიდან 10 რუსეთის მოქალაქე იყო.

სტოკჰოლმის ისტადის რაიონული სასამართლოს ცნობით, ხელისუფლებამ უკრაინის იურიდიული დახმარების მოთხოვნის საფუძველზე იმოქმედა, რითაც ხომალდ „კაფას“ საქმეზე  გამოძიება დაიწყო.  

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მოსკოვის „ჩრდილოვანი ფლოტი“ შედგება მოძველებული გემებისგან, რომლებიც გაუმართავია, არ აქვთ სათანადო დაზღვევა, ასევე გაურკვეველია მათი საკუთრების საკითხი. ამ გემებს  ხშირად  დასავლეთის სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით იყენებენ.

დაკავშირებული ამბები
შვედეთი უკრაინას რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაკავებულ გემს გადასცემს უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველი შეხვედრა გამართეს