კატეგორიები

ყაზახეთმა ველურ ბუნებაში პირველი ვეფხვი გაუშვა მას შემდეგ, რაც 70 წლის წინ რეგიონიდან საერთოდ გაქრა თურანული ვეფხვი

ყაზახეთმა ველურ ბუნებაში პირველი ვეფხვი გაუშვა მას შემდეგ, რაც 70 წლის წინ რეგიონიდან საერთოდ გაქრა თურანული ვეფხვი
ყაზახეთმა ველურ ბუნებაში პირველი ვეფხვი გაუშვა მას შემდეგ, რაც 70 წლის წინ რეგიონიდან საერთოდ გაქრა თურანული ვეფხვი. ძუ ვეფხვი ილე-ბალხაშის ნაკრძალში გაუშვეს. ის ერთ-ერთი იყო იმ ოთხი ამურის ვეფხვიდან,  რომლებიც რუსეთიდან მაისში რეინტროდუქციის პროგრამის ფარგლებში ჩამოიყვანეს.

„ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც 30-35 წელიწადს გაგრძელდება. ჩვენ ბოლო  10 წელი უკვე დავუთმეთ მის მომზადებას. ამ დროის განმავლობაში შევქმენით დაცული ნაკრძალი და გავზარდეთ ის ცხოველები, რომლებსაც ეს ვეფხვი მოინადირებს. ჩვენ 219 ირემი და 100-ზე მეტი კულანი ჩამოვიყვანეთ. ამ ტერიტორიაზე ასევე ბინადრობენ გარეული ღორისა და შველის ჯანსაღი პოპულაციები“. - განაცხადა ყაზახეთის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, იერლან ნისანბაევი

გათავისუფლების შემდეგ ვეფხვი მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნება. GPS-ის სატელიტური საყელო და ფოტო-ვიდეო ხაფანგები ექსპერტებს მისი გადაადგილების თვალყურის დევნებაში დაეხმარება. ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლებს კი ეცნობებათ, თუ ვეფხვი მათ სახლებთან ხუთი კილომეტრის რადიუსში მივა.

დაკავშირებული ამბები
ყაზახეთმა ველურ ბუნებაში პირველი ვეფხვი გაუშვა მას შემდეგ, რაც 70 წლის წინ რეგიონიდან საერთოდ გაქრა თურანული ვეფხვი ახალი კვლევის თანახმად ტყის ხანძრებმა შესაძლოა სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს