კატეგორიები

ევროკავშირი ესპანეთისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გადაცემას განიხილავს

ევროკავშირი ესპანეთისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გადაცემას განიხილავს
ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ბრიუსელსა და ესპანეთს შორის სეუტაში მიგრანტთა კრიზისის გამო დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გუშინ კომისიამ ესპანეთისგან პირველადი საჭიროებების შეფასება მიიღო. ამიტომ ახლა ძალიან, ძალიან სწრაფად ვამოწმებთ ამ დოკუმენტს, რათა გამოვძებნოთ დახმარების გაწევის საუკეთესო გზა.“ - განცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიიომ მერსიე.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ განაცხადის შევსება ჯერ არ არის დასრულებული და არც მოთხოვნილი დაფინანსების ოდენობაა განსაზღვრული. ეს თანხა დაემატება მიმდინარე კვირას საგანგებო დახმარებისთვის მიგრაციული კრიზისის განსახილველად მოწვეული შეხვედრის შემდეგ უკვე გამოყოფილ 114 მილიონ ევროს.

„ეს შეიძლება მოიცავდეს ელემენტების ფართო სპექტრს, პირველ რიგში, საზღვრის მართვის აღჭურვასა და მომსახურებას, იმ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რომლის საჭიროებასაც ჩვენ ვხედავთ. შესაძლოა, ის ასევე ითვალისწინებდეს ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებასაც.“ - ამბობს გიიომ მერსიე.

ესპანეთის ოფიციალურმა პირებმა 3 აგვისტოს განაცხადეს, რომ 70 000 ადამიანი უკვე დაბრუნდა მაროკოში გასული კვირის ინციდენტის შემდეგ, რომლის შედეგადაც 88 ადამიანი დაიღუპა,

ამის მიუხედავად, სეუტის პრეზიდენტის თქმით, 5000-ამდე ადამიანი, მათ შორის 860 თანმხლები პირის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი, ქალაქში რჩება.

სეუტაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი მზად არ არიან ამ ტიპის კრიზისთან გასამკლავებლად. მათი თქმით, ბევრი ჩამოსული ბავშვი სიცხითა და შიმშილით იტანჯება.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი ესპანეთისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გადაცემას განიხილავს მიგრაციის კომისარი ესპანეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს