კატეგორიები

პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ცვლილებების შესახებ გამოაცხადა

პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ცვლილებების შესახებ გამოაცხადა
რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებებია. ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, შეიქმნა ახალი დანაყოფი, რომელსაც ჩაბარდება უპილოტო საფრენი აპარატების კოორდინაცია და მათი მეშვეობით ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მისაღწევად დამატებითი ძალისხმევის გაწევა.

„ჩვენ ვქმნით და უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაფუძნოთ შეიარაღებული ძალების ახალი დანაყოფი - უპილოტო სისტემების ძალები. ჩვენი მიზანი იყო, ამ მიმართულებას სათავეში ჩასდგომოდა ადამიანი, რომელმაც ამ სფეროში საკუთარი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცა. ამიტომ, დენის ლიამინი, რომელიც აქამდე „ცენტრის“ დაჯგუფების შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ სპეციალისტად მიგვაჩნია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, უკავშირდება მოსკოვის გეგმას, რაიმე ფორმით მაინც გაუმკლავდეს უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც რუსეთის სიღრმეებში მარტივად აღწევენ და მარტივად ანადგურებენ სამიზნეში ამოღებულ სტრატეგიულ ობიექტებს.

საკადრო ცვლილებების გარდა, პუტინმა გამოაცხადა სტრუქტურული სიახლეების შესახებაც.

„მიღებულია გადაწყვეტილება, ყველა ლოგისტიკური და ფრონტის უკანა უზრუნველყოფის სამსახური ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ გაერთიანდეს. მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ პირობებში ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი საბრძოლო ამოცანაა.

„ცენტრის“ დაჯგუფება ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო გაერთიანებაა, რომელიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „გათავისუფლების“ ოპერაციაში ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ამოცანებს ასრულებს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსული გასამხედროებული დაჯგუფება „ცენტრის“ მართვის სადავეებს გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი ივანაევი ჩაიბარებს, რომელიც მანამდე მსგავსი ტიპის დაჯგუფების, „ვოსტოკის“ წევრი იყო. მოსკოვის მტკიცებით, ივანაევმა შეძლო კრემლის საოკუპაციო არმიის მიერ ოკუპირებული ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ გარკვეული ტერიტორიებისა და ზაპორიჟიის ოლქში, გულაიაპოლის დასახლების გათავისუფლება, ასევე, რუსული მხარის ვერსიით, „წინსვლის მიღწევა დნიპროს ოლქში“.

დაკავშირებული ამბები
პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ცვლილებების შესახებ გამოაცხადა 400-ზე მეტი უკრაინული დრონი რუსეთის თავზე - მოსკოვი დაღუპულების შესახებ იუწყება