კატეგორიები

უკრაინამ რუსეთის Wildberry-ის 10 უდიდესი საწყობიდან შვიდს დაარტყა

უკრაინამ რუსეთის Wildberry-ის 10 უდიდესი საწყობიდან შვიდს დაარტყა
Copyright AP

უკრაინამ Wildberry-ის 10 უდიდესი საწყობიდან შვიდს დაარტყა.  Wildberry-მა, რომელიც რუსეთის უდიდესი ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანიაა, დაადასტურა, რომ გასულ უქმეებზე მოსკოვის რეგიონზე ბოლო იერიშმა მასშტაბური ხანძარი გამოიწვია და იძულებული გახდა, მიწოდების ჯაჭვები შეეცვალა. უკრაინამ იმავე ღამეს მეორე საწყობზეც მიიტანა იერიში.

„ევაკუაცია დაიწყო, პირდაპირ გასახდელში გავიქეცი ჩემი ნივთების ასაღებად. ეს ყველაფერი დაახლოებით დილის სამ საათზე დაიწყო.“ - აცხადებს პოდოლსკის Wildberries-ის საწყობის თანამშრომელი, ბექა.

ივლისში უკრაინის Wildberries-ს საწყობებზე იერიშების კამპანიის დაწყების შემდეგ მისი ათი უდიდესი ლოგისტიკური ცენტრიდან შვიდი დაიბომბა და მწყობრიდან გამოვიდა.

ჯამში Wildberries-ის დაახლოებით 20 ობიექტი დაიბომბა.

კიევმა განაცხადა, რომ მას Wildberries-ზე მიაქვს იერიშები, რადგან ის რუსეთის სამხედროებს შეიარაღებაში ეხმარება, ამარაგებს დრონების კომპონენტებითა და ნავიგაციის აღჭურვილობით.

იერიშები აჩვენებს, რომ უკრაინას აქვს იმის უნარი, რომ  შეაღწიოს რუსეთის ტერიტორიის  სიღრმეებში, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს მოსკოვზე, რომელიც  თითქმის ოთხწელიწადნახევარია უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების შეთავაზებას გეგმავს უკრაინამ რუსეთის Wildberry-ის 10 უდიდესი საწყობიდან შვიდს დაარტყა