კატეგორიები

ICL-ის მკვლევრები ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ახალ მოწყობილობებს ცდიან

ICL-ის მკვლევრები ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ახალ მოწყობილობებს ცდიან
ამ მოწყობილობის ღირებულება ათიათასობით ევროს შეადგენს, თუმცა მის მიერ შესრულებული სამუშაო ფასდაუდებელია. მეცნიერები ჰაერის დაბინძურების მონიტორონგის ახალ მოწყობილობებს ცდიან.

„მე ხელში შავი ნახშირბადის მონიტორი მიჭირავს. ის აღიქვამს ჰაერში შავი ნახშირბადის კონცენტრაციას ან რაოდენობას და მონაცემებს აღნუსხავს. შემდეგ ის კომპიუტერში უნდა შევაერთოთ. ამით შეგვიძლია, დავაკვირდეთ დაბინძურების დონეს, რომელსაც აქ, ქუჩაში ვხვდებით”. - ამბობს სოციალური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მკვლევარი, კაილა შულტი.

ICL-ის მკვლევრები ადგილობრივი ჰაერის ხარისხის რუკის შესაქმნელად  ახალ ინსტრუმენტებს ქმნიან. ისინი რეალურ დროში აკონტროლებენ დაბინძურებასა და სიცხის ტალღის ეფექტებს.

„ამჟამად ოზონის დონე დაახლოებით 50 მიკროგრამია, ეს დაახლოებით 15:00 საათისთვის იყო. 17:00 საათისთვის, ველოდები, რომ ოზონის დონე დაახლოებით 90-95-ამდე გაიზრდება. - აცხადებს, ჰაერის ხარისხის უფროსი მკვლევარი, ენდრიუ გრივი.

ზოგადად, ზუსტი მონაცემები მხოლოდ სტატიკური ლაბორატორიებიდან მოდის. კომპაქტურ სენსორებს კი შეუძლიათ იმ ადგილებს მიაღწიონ, სადაც ლაბორატორიებს არ აქვთ ამის შესაძლებლობა,

„ამ სენსორების მსგავსი პატარა, კომპაქტური აღჭურვილობის ქონა ნამდვილად ცვლის დაბინძურების მონიტორინგს. ჩემს განყოფილებაში არიან კოლეგები, რომლებიც ატარებენ მონიტორინგს ლონდონის მეტროში.  ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რა დონის დაბინძურებაა ისეთ სივრცეებში, სადაც ისტორიულად, არასდროს შეგვეძლო ძალიან დიდი ზომის მონიტორინგის აღჭურვილობის  შეტანა”. - ამბობს კაილა შულტი.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ საზოგადოებას ჯანმრთელობისთვის წაადგება რეალური დროის მონაცემები.

„ჩვენ ასევე ვთანამშრომლობდით ლონდონის სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებთან, რათა შეგვექმნა მზის ენერგიაზე მომუშავე  ჰაერის ხარისხის საზოგადოებრივი საინფორმაციო საშუალება, რომელსაც AWAIR-ის პროექტი ეწოდება. ეს იყო ქუჩებში ინფორმაციის ისეთი ფორმით გატანის საინტერესო მაგალითი, რომელიც რეალურად აღსაქმელია და კავშირშია სხვადასხვა აუდიტორიასთან და არ რჩება მხოლოდ კომპიუტერზე, აპლიკაციის უკან ან სენსორში.“- აცხადებს კიალა შულტი.

დაკავშირებული ამბები
ICL-ის მკვლევრები ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ახალ მოწყობილობებს ცდიან ივნისში მზის ენერგიამ ევროკავშირში ელექტროენერგიის რეკორდული 25 პროცენტი გამოიმუშავა