სეუტაში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ევროაფრიკულ ანკლავში მიგრანტების მასშტაბურ შემოდინებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპორტესტო აქცია გამართეს.
პლაზა დე ლოს რეიესზე, სამთავრობო შენობის წინ გამართულ აქციაზე გამოჩნდნენ ისინიც, ვინც ქალაქში და დემონსტრაციებზე ულტრამემარჯვენე აქტივისტების ყოფნის წინააღმდეგია.
„მე ამ პროვოკატორის, ვიტო კილესის, წინააღმდეგი ვარ. ის აქ მხოლოდ ქალაქის გასახლეჩად არის. ჩვენი ქალაქი მულტიკულტურულია: არიან მუსლიმები, ქრისტიანები, ებრაელები,... ვინ კი თავში მოგივათ! ჩვენ აქ ერთად მშვიდობიანად ვცხოვრობთ“. -ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე
დამსწრეთა უმრავლესობა სეუტის ერთიანობისა და ესპანური იდენტობის დასაცავად გამოვიდა სიტყვით მას შემდეგ, რაც ავტონომიურ ქალაქში 50 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა.
ჩვენ ვაპროტესთებთ იმას, რაც მაროკოს მეფემ სეუტას გაუკეთა. ასევე გამოვდივართ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. სწორედ ის არის დამნაშავე ამ ყველაფერში. ჩვენ გვინდა, რომ გადადგეს. ის არაფრის ღირსი არ არის. მას საერთოდ არ გააჩნია ლიდერული თვისებები“. - აცხადებს აქციის მონაწილე.
პოლიტიკური ლიდერების მიმართ შეურაცხყოფამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც ადგილზე ესპანელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკური აქტივისტი და გავლენიანი ვიტო კილესი მივიდა. პოლიციამ კორდონი შექმნა ორი მხარის გასაყოფად და თავიდან აიცილა ისეთი სიტუაცია, როგორიც გასულ კვირას ალვისე პერესის მონაწილეობით გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარდა.
