პირველად ისტორიაში მზის ენერგიამ მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის ელექტროენერგიის მეოთხედი უზრუნველყო.
2026 წლის ივნისში მზის ენერგიამ ევროკავშირში ელექტროენერგიის წარმოების რეკორდულ დონეს მიაღწია, რაც გაერთიანების ყოველთვიური წარმოების 25 პროცენტს შეადგენს. ამ მაჩვენებელმა გააუმჯობესა მიმდინარე წლის მაისში დამყარებული რეკორდი.
მზის ენერგია ივნისის თვეში ევროკავშირის ენერგიის უმსხვილესი წყარო გახდა. მან გადაუსწრო ატომურ (21 პროცენტი), გაზის (15 პროცენტი), ქარისა (14 პროცენტი) და ჰიდროელექტროენერგიას (12 პროცენტი). ხოლო ქვანახშირი მხოლოდ 8 პროცენტს შეადგენდა. მხოლოდ მესამე თვეა, რაც მზის ენერგია ევროკავშირის ენერგიის უმსხვილესი წყაროა .
მაგალითად, 2021 წლის ივნისში მზის ენერგია ევროკავშირის ენერგიის მხოლოდ 10 პროცენტს გამოიმუშავებდა.
2021 წლიდან 2025 წლამდე ევროკავშირში მზის ენერგია ყოველწლიურად ერთ მეხუთედზე მეტით გაიზარდა - ეს კი ენერგიის ნებისმიერი სხვა წყაროს ყველაზე სწრაფი ზრდაა.
ზრდა ასევე შესამჩნევია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. 2026 წელს, ევროკავშირის 18-მა ქვეყანამ მზის ენერგიის პროცენტული მაჩვენებლით ახალი ყოველთვიური რეკორდი დაამყარა. ამ მხრივ, გერმანია, ესპანეთი და პოლონეთი მოწინავე ადგილზე არიან.
