ტყის ხანძრის კვამლმა შეიძლება დაგაავადოთ - ხანძრისგან შორსაც რომ იყოთ. ახალი კვლევა აჩვენებს, თუ რამდენად საშიშია ის. კვამლს პატარა ნაწილაკები დიდ მანძილზე გადააქვს. ეს ნაწილაკები შესაძლოა იმაზე მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე სხვა წყაროებით დაბინძურებული ჰაერი.
ტყის ხანძრები გამოყოფს შავ ნახშირბადს, რომელსაც ზოგჯერ ჭვარტლს უწოდებენ. ეს არის ნაწილობრივ დამწვარი მასალის უმცირესი ნაწილაკები და ჩვენ მათ ვსუნთქავთ. ისინი იმდენად მცირე ზომისაა, ზოგი მათგანი ჩვენს ფილტვებსა და სისხლძარღვებში ხვდება. ასე რომ, რესპირატორული ზემოქმედება შეიძლება საკმაოდ სწრაფი იყოს, მაგალითად, განვითარდეს ასთმა და ფილტვის კიბოც კი. ნაწილაკებს გავლენა აქვთ თითოეულ ორგანოზე, რაც იწვევს გულის შეტევას, ინსულტს და გრძელვადიან პერსპექტივაში დემენციასაც კი”. - აცხადებს სუფთა ჰაერის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეინ ბურსტონი.
ევროპაში მხოლოდ მოკლევადიან ზემოქმედებას შესაძლოა ყოველწლიურად სიკვდილის 535 შემთხვევა მოჰყვეს. გრძელვადიან პერსპექტივაში კვამლმა შესაძლოა ნაადრევი სიკვდილის 10000-მდე შემთხვევა გამოიწვიოს მთელ მსოფლიოში. თუმცა რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს, რომ ამის მიზეზი კვამლია.
„იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლით არა, მაგრამ ჰაერის დაბინძურებით ზარალდებიან, ხელისუფლება უნდა აფრთხილებდეს, რომб თუ გადაადგილება შეუძლიათ, აირჩიონ ევაკუაცია. თუ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, დარჩნენ სახლში, გაწმინდონ ჰაერი და არ ჩაისუნთქონ დაბინძურებული ჰაერი“. - ამბობს, ჯეინ ბურსტონი.
კლიმატის ცვლილება იწვევს ხანძრებს, ხანძრები კი აძლიერებს კლიმატის ცვლილებას. ქალაქები დაბინძურებულ ნისლშია ჩამხრჩვალი.
„კლიმატის ცვლილება, ჰაერის დაბინძურება და ტყის ხანძრები მართლაც სასტიკი წრეა. ჩვენ ვიცით, რომ ჰაერის დამაბინძურებლები სათბურის აირებთან ერთად გამოიყოფა. ეს იწვევს მაღალ ტემპერატურას და, შესაბამისად, უფრო მეტ ხანძარს, ჰაერის უფრო დაბინძურებას, მაგალითად, შავი ნახშირბადით. ეს არის პლანეტის გაცხელება. ამიტომ უნდა მივხედოთ ჰაერის დაბინძურების სხვა მიზეზებსაც, როგორც ტყის ხანძრებს, რომ დაიწყოს ტემპერატურის დაწევა“. - დასძენს, ჯეინ ბურსტონი.
