„დიფფეიკები“ და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მასალა 2 აგვისტოდან შესაბამისად უნდა მოინიშნოს, რადგან ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტის წესები ძალაში შედის.
აქტი ხელოვნური ინტელექტის სისტემების მიმწოდებლებსა და განმთავსებლებს ავალდებულებს, მომხმარებლებს აჩვენონ, რომ მათ შეხება ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ, მაგალითად, ჩატბოტთან. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ესა თუ ის ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.
უნდა მოინიშნოს ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი ტექსტებიც, რომლებიც საზოგადოებას მისთვის საინტერესო ინფორმაციას აწვდის. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ტექტი არ არის ადამიანის რედაქტირებული.
ამ რეგულაციების მიზანია, საზოგადოებამ გაარკვიოს, რომელი მასალა არის რეალური და რომელი - ყალბი. ამით თავიდან იქნება აცილებული დეზინფორმაცია და თაღლითობა. ხელოვნური ინტელექტი კი უფრო გამჭვირვალე და სანდო გახდება.
ხელოვნური ინტელექტის მიმწოდებლებს მოუწევთ შესაბამისი მოწყობილობებისთვის წასაკითხი ნიშნების დამატება, რათა უზრუნველყონ მანიპულაციური მასალის აღმოჩენა.
წესები მხოლოდ პროფესიული მიზნებისთვის შექმნილ მასალას ეხება და არა იმ პირებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს პირადი მიზნებისთვის იყენებენ.
ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ახალ წესებთან ადაპტაციისთვის ვადა 2 დეკემბრამდე აქვთ. შემოქმედებითი, სატირული და მხატვრული წარმოებისთვის დაიშვება გამონაკლისი.
ზოგიერთი ტექნოლოგიური გიგანტი, როგორებიცაა TikTok და Meta, ახალი წესების მოლოდინში უკვე იწყებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მასალის მონიშვნას.
