კატეგორიები

დასავლეთ ევროპაში ექსტრემალურმა ტემპერატურამ ბავშვების ორ მესამედზე იქონია გავლენა

დასავლეთ ევროპაში ექსტრემალურმა ტემპერატურამ ბავშვების ორ მესამედზე იქონია გავლენა
ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია Save the Children-ის ანგარიშის თანახმად, დასავლეთ ევროპაში 2026 წლის პირველ ნახევარში ექსტრემალურმა ტემპერატურამ ბავშვების ორ მესამედზე იქონია  გავლენა.

ეს მაჩვენებელი გასული წლის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.

გერმანიაში მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ექსტრემალური სიცხის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბავშვების რაოდენობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთად აღებულ მაჩვენებელს აღემატებოდა.

დიდ ბრიტანეთში კი, იმავე პერიოდში 10 მილიონი ბავშვი - რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ნებისმიერი წლის მაჩვენებელს აღემატება - უკიდურესი სიცხის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა.

ბავშვები განსაკუთრებით დაუცველნი არიან სიცხის მიმართ, რადგან ისინი ფიზიკური განვითარების ეტაპზე არიან და სხეულის ტემპერატურის რეგულირების დაბალი უნარი აქვთ.

ეს მათ ელექტროლიტური დისბალანსის, ცხელების, სასუნთქი გზებისა და თირკმლის დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს.

ტენდენციის შესაცვლელად, კლიმატის ექსპერტები და აქტივისტები მთავრობებს მოუწოდებენ, სასწრაფოდ მიიღონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომები და იმუშაონ ემისიების შესამცირებლად.

დაკავშირებული ამბები
დასავლეთ ევროპაში ექსტრემალურმა ტემპერატურამ ბავშვების ორ მესამედზე იქონია გავლენა განახლებადი ენერგია ევროკავშირს 2030 წლისთვის თხევადი ბუნებრივი აირის დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში ეხმარება