აშშ-მა და საუდის არაბეთმა ბირთვული ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. საუბარია მშვიდობიანი თანამშრომლობის შესახებ გარიგებაზე, რომელიც ბირთული ენერგიისა და მისი კონტროლოს გარანტიებს ეხება. ის სპარსეთის ყურეში მდებარე სამეფოს საშუალებას მისცემს განავითაროს საკუთარი სამოქალაქო ბირთვული პროგრამა,
თავის მხრივ კი ამერიკულ კომპანიებს წვდომას მისცემს საუდის არაბეთში ბირთვული ენერგიის პროგრამებზე. საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, შეთანხმების სრულფასოვანი ტექსტი საჯარო არ არის, თუმცა ამერიკულ მედიას თუ დავეყრდნობით, შესაძლოა ამ პროცესმა სამომავლოს ერ-რიადს ახალი ტექნოლოგიებით ურანის გამდიდრების საშუალებაც კი მისცეს და ამ გზით ახლო აღმოსავლეთში ახალი პროვოკაციებსაც კი უბიძგოს.
ამ საფრთხეებზე საუბრისას, თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ აშშ მსოფლიოს არცერთ ქვეყანასთან არ აპირებს იმგავრი შეთანხმების დადებას, რაც ბირთული იარაღის გავრცელების რისკს გაზრდის.
შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა მოაწერეს, გარიგების ფარგლებში არსებობს “ორმხრივი დაცვის” კომპონენტიც, რაც იურიდიულ საფუძველს უქმნის მრავალმილიარდიან პარტნიორობას, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ეკონომიკას, სტარტეგიულ მიზნებსა თუ ბირთული იარაღის გაუვრცელებლობას -აღნიშნულია აშშ-ის ენერგეტიკის უწყებაში.
საუდის არაბეთი დიდი ხანია ამგავრი შეთანხმების მღწევას ლობირებდა, თუმცა საამისოდ ვაშინგტონი მისგან ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას მოითხოვდა, მასთან სრულყოფილი დიპლომატიური თუ ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენით. როგორც ჩანს, ეს მოთხოვნა აუცილებელი პირობა აღარაა.
