კატეგორიები

ბონი ტაილერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბონი ტაილერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა
Copyright AP Photo

უელსელი მუსიკოსი ბონი ტაილერი, რომლის ჰიტებსაც არაერთხელ დაუკავებიათ მოწინავე ადგილები სხვადასხვა რეიტინგში, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„Total Eclipse of the Heart“, „Holding Out for a Hero“, „It's a Heartache“ - ბონი ტაილერს მსოფლიო ამ სიმღერებით იცნობდა. მიმდინარე წლის მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციისშემდგომი გართულებების გამო მძიმე ინფექციის განვითარების შემდეგ მომღერალი ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს. გასულ თვეში მისი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ბონი ტალიერი კომიდან გამოვიდა, თუმცა კვლავ „ძალიან მძიმე მდგომარეობაში“ იყო.

დღეს მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომღერალი გუშინ ღამით საავადმყოფოში მოულოდნელად გარდაიცვალა იმ დაავადრების გამო, რომელასც მკურნალობდა.

ბონი ტაილერი, რომლის ნამდვილი სახელიც გეინორ ჰოპკინსი იყო, 1951 წლის 8 ივნისს დაიბადა. პოპულარობა 1970-იანი წლების ბოლოს ისეთი ჰიტებით მოიპოვა, როგორიცაა „Lost In France“ და „It's A Heartache“.

მსოფლიო აღიარება მას 1983 წლის ლეგენდარულმა ბალადამ „Total Eclipse of the Heart-მა“, 1984 წლის „Holding Out for a Hero-მ“ მოუტანა.

ორივე მათგანის გაყიდვებმა ცალ-ცალკე 6 მილიონს გადააჭარბა და ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სიმღერებს შორის საკუთარი ადგილი დაიკავა.

2013 წელს ტაილერმა გაერთიანებული სამეფო „ევროვიზიის“ კონკურსზე წარადგინა. 2022 წელს კი, მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის, გარდაცვლილმა დედოფალმა ელისაბედ II-მ მას ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ბონი ტაილერმა 18 სტუდიური ალბომი გამოუშვა. მისი ბოლო ალბომი, „The Best Is Yet To Come“, 2021 წელს გამოვიდა.

დაკავშირებული ამბები
ბონი ტაილერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში