კატეგორიები

კრისტიანო რონალდოს ბოლო მატჩი მუნდიალზე

კრისტიანო რონალდოს ბოლო მატჩი მუნდიალზე
კრისტიანო რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატებზე ბოლო მატჩი ჩაატარა. ტეხასში AT&T-ის სტადიონზე იბერიულ დერბიში კირსტიანო რონალდოს პორტუგალიის ნაკრები მეზობენ ესპანეთს დაუპირისპირდა.

დაძაბულობის შეხვედრაში ესპანეთმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით 91 წუთზე მიკელ მერინოს ერთადერთი გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა. შესაბამისად კრისტიანო რონალდო მუნდიალს მედლის გარეშე მეექსვედ ტოვებს. მან მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჯამშ 27 მატჩში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. მიმდინარე მუნდიალზე გატანილი სამი გოლით კი კრისტიანო რონალდომ კიდევ ერთი ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის ეუსებიოს რეკორდი 2 გოლით გააუმჯობესა. მატჩის შემდგომ კრისტიანო რონალდო მის სანაკრებო კარიერაზე ისაუბრა და თქვა, რომ ნაკრებს სუფთა სინდისის ტოვებს.

„ძალიან თანაბარი თამაში იყო. ნებისმიერი გუნდის გამარჯვებით შეიძლებოდა დასრულებულიყო. ბოლო მომენტებებისას ესპანეთს უფრო მეტად გაუმართლა. ეს ფეხბურთია. საერთო ჯამში, ეს რთული მატჩი იყო. მსოფლიო ჩემპიონატის ასე დატოვება სამწუხაროა. როგორც პრესკონფერენციაზე ვთქვი, ჩემი მაქსიმუმი გავეცი, ყველაფერი გავწიე. სუფთა სინდისით მოვდივარ. ეს ფეხბურთია. ეს არის ფეხბურთელის ცხოვრება. ხან იგებ, ხან აგებ, მაგრამ წინ სვლა უნდა გააგრძელო. სიმართლეა, რომ ეს ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია. დანარჩენს რაც შეეხება... დავფიქრდები და ოჯახთან ერთად გავატარებ დროს, რომ ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება თავიდან ავიცილო. ჩემი მაქსიმუმი გავეცი. პორტუგალიასთან ერთად სამი ტიტული მოვიგე. კრისტიანომდე პორტუგალიას არც ერთი ტიტული არ ჰქონდა მოგებული. ასე რომ კმაყოფილი ვარ. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის 2016 წელს ევროპოს ჩემპიონატის მოიგებას იგივე წონა აქვს, რაც მსოფლიო ჩემპიონატს. სწორედ ამიტომ ვიმეორებ: სუფთა სინდისით მივდივარ, ყველაფერი გავიღე. სულ ესაა. ხვალ ახალი დღეა და ცხოვრება გრძელდება“, - ამბობს პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრისტიანო რონალდო.

შეხვედრაში უპირატესობას ძირითადად ესპანეთის ნაკრები ფლობდა. თუმცა, პირველ ტაიმში გოლის გატანის შესაძლებლობა ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ. შეხვედრაში თითქოს დამატებითი დრო უნდა დარჩენილიყო, როდესაც შეცვლაზე შემოსულმა ფერან ტორესმა, ასევე შეცვლაზე შემოსული მიკელ მერინო მეკარესთან პირისპირ დატოვა. მერინომ კი დიოგო კოშტას კარი აიღო და ესპანეთის ნაკრები ¼ ფინალში გაიყვანა.

„ძალიან გახარებულები ვართ. ძალიან დიდი შვება ვიგრძენით, რადგან ისეთ მატჩებს, რომლებიც დამატებით დროში გადადის, ნერვიულობა მოჰყვება, როგორც ფეხბურთელებში ისე სახკში მყოფ გულშემატკივრებში. გუნდს ასეთ გადამწყვეტ მომენტში, მატჩის ბოლო წუთზე, დაეხმარო გუნდს არის ის რატომაც ვთამაშობთ ფეხბურთს და რატომაც გავდივართ მოედანზე. მზად უნდა იყო, რომ თამაშზე გავლენა მოახდინო და საბედნიეროდ, დღეს ამის გაკეთება შევძელი“, - ამბობს მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი, მიკელ მერინო.

მარცხის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პოსტი დატოვა ესპანელმა სპეციალისტმა რობერტო მარტინესმა. დე ლა ფუენტეს ესპანეთის ნაკრები კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას ლოს ანჯელესში გააგრძელებს, სადაც 10 ივლისს ¼ ფინალში ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ~

დაკავშირებული ამბები
კრისტიანო რონალდოს ბოლო მატჩი მუნდიალზე ერლინგ ჰაალანდმა და ნორვეგიის ნაკრებმა მუნდიალიდან 5 გზის ჩემპიონი გამოთიშეს