ნიუ ჯერზიში MetLife სტადუიბზე 1/8 ფინალში ბრაზილიის ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდა, სადაც გამარჯვება სკანდინავიელებმა მოიპოვეს და ¼ ფინალში გავიდნენ. სკანდინავიური ნაკრები კი ბრაზილიისთვის რთულ მეტოქედ ჩამოყალიბდა, რადგან 5 მატჩში ნორვეგიისთვის არასდროს მოუგია.შეხვედრა, რომელის 2-1 ნორვეგიის გამარჯვებით დასრულდა, გამორჩეული შეხვედრა ჩაატარეს ნორვეგიის მეკარემ ორიან ნიულანმა და გუნდის ლიდერმა ერლინგ ჰაალანდმა.
„ნორვეგიამ გაიმარჯვა. ძალიან ბედნიერი ვარ. მატჩის საუკეთესო მომენტი გოლები იყო. ჩვენ ყველა მოლოდინს გადავაჭარბეთ! ჩვენ ფავორიტები დავამარცხეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით”, - ამბობს, ავა იეფსონი.
„ეს საუკეთესო თამაში იყო. ზუსტად ისეთი, როგორზეც ვოცნებობდით. ისინი თავიდანვე გვიტევდნენ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. მთელი თამაშის განმავლობაში ვიბრძოდით. ბრაზილია შესაბიშნავი გუნდია. ნორვეგიამ კი საოცრად ითამაშა”, - ამბობს, სუზან იანგი.
„მოთმინების უნარით გავიმარჯვეთ. მთელი მატჩის განმავლობაში მოთმინებით ითამაშეს. დაიცადეს, რადგან იცოდნენ, რომ როცა ერლინგი ბურთს მიიღებდა ყველაფერი დასრულდებოდა. ჩვენ ეს შევძელით”, - ამბობს, რაიან კარფორა.
MetLife სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა სანახაობრივი შეხვედრა იხილა, სადაც მრავალი საგოლე მომენტის მიუხედავად, კარლო ანჩელოტის ფეხბურთელებმა ანგარიშის გახსნა ვერ შეძლეს, რაც დიდწილად ნორვეგიის მეკარის ორიან ნიულანის დამსახურებაა, რომელმაც ჯერ პირველ ტაიმში თერთმეტმეტრიანი მოიგერია, ხოლო შემდგომ საკუთარი კარი გაშვებული გოლისგან რამდენჯერმე იხსნა. მატჩის მიწურულს კი ვიკინგების შემტევმა ერლინგ ჰალანდმა დუბლი გაიფორმა და ნორვეგიის ნაკრები 1/4 ფინალში გაიყვანა. მიმდინარე მუნდიალზე, ჰაალანდმა მეშვიდე გოლი გაიტანა და ბომბარდირდთა დავაში ლეო მესისა და კილიან მბაპეს დაეწია.
„ამის ახსნა რთულია, ეს ყველაფერი განსაკუთრებული და გარკვეულწილად მოულოდნელია. ახლა, ამის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. მილიონ წელიწადშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ 28 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე გავიდოდით, კოტ-დ’ივუარს დავამარცხებდით, მერე ბრაზილიას შევხვდებოდით და ამის შემდეგ წინ სვლას გავაგრძელებდით. ამ მომენტით უნდა დავტკბეთ. როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ეს ყოველთვის ჩვენი ისტორიის ძალიან დიდი ნაწილი იქნება. მომავალში მიუხედავად იმისა მოვიგებთ თუ წავაგებთ, დიდი ზეიმი გვექნება, რადგან ამას ჩვენგა არავინ ელოდა. ეს უბრალოდ სიგიჟეა“, - ამბობს ერლის ჰაალანდი.
ბრაზილიის ნაკრები მეოთხედფინალში 36-წლიანი პაუზის მერე პირველად ვერ გავიდა. ბოლოს სელესაო 1/8 ფინალში 1990 წლის მუნდიალზე გამოვარდა, როდესაც ის დიეგო მარადონას არგენტინის ნაკრებმა დაამარცხა. ნორვეგია კი ¼ ფინალშ ისტორიაში პირველად იასპარეზებს, სადაც ის ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.
