კატეგორიები

ალბანეთში ტურისტული კურორტის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

ალბანეთში ტურისტული კურორტის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება
ე.წ. „ვარდისფერი ფლამინგოს რევოლუცია“ ალბანეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.

პროტესტი მაისის დასაწყისში დაიწყო. გარემოსდაცვითი დემონსტრაციები, რომლებზეც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დაცულ ტერიტორიაზე  ტრამპების ოჯახის მიერ მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ფართომასშტაბიან ანტისამათავრობო და კორუფციის საწინააღმდეგო მოძრაობაში გადაიზარდა.

 „ჩვენ აქ ვართ, რომ გავავრცელოთ ჩვენი სათქმელი: „კმარა! საკმარისია!“  ჩვენ „არა“ უნდა  ვუთხართ კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ჩვენი სიცოცხლით თამაშობენ. დღეს ალბანეთის მოქალაქეები ამბობენ: „კმარა!“. - აცხადებს აქციის მონაწილე ერიონ ბაჩაი.

„ჩვენ აქ ვართ, რადგან გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის ახალ თაობას და არა კორუფციასა და ცარიელ დაპირებებს. გვსურს, რომ მსგავსი პოლიტიკა და მისი წარმოების წესები უკან მოვიტოვოთ და ხელისუფლებაში მყოფებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ“. - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ანიკა პაპადჰიმა.

ტირანაში გასულ უქმეებზე  გამართული დემონსტრაცია პროტესტის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური  იყო,

ათასობით მოქალაქე, რომლებსაც ხელში პროტესტის სიმბოლო -  გიგანტური ვარდისფერი ფლამინგოები ეჭირათ, ლოზუნგებით მიმართავდა პრემიერ-მინისტრ ედი რამას. ისინი ცემენტისფერ ტორტს დაატარებდნენ მიტინგზე, რომლის გამართვის თარიღიც მის დაბადების დღეს დაემთხვა.

მომიტინგეთა ჯგუფი გამოეყო მთავარ მსვლელობას და პოლიციის განყოფილებისკენ გაემართა, სადაც გასულ კვირას დემონსტრაციის დროს  პარლამენტის შენობასთან დაკავებული 19 ადამიანი მიიყვანეს.

განრისხებულმა ბრბომ, რომელიც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა, პოლიციის განყოფილებაში ფანჯრის მინება ჩაამსხვრია, რის შემდეგაც სიტუაცია უმართავი გახდა.

დაკავშირებული ამბები
ალბანეთში ტურისტული კურორტის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება ალბანეთში კუშნერის პროექტის წინააღმდეგ უწყვეტ პროტესტს ხელისუფლება საპოლიციო ღონისძიებებით პასუხობს