კატეგორიები

მოგზაურობა კეიპტაუნში

მოგზაურობა კეიპტაუნში
Copyright Euronews

მდიდარი ისტორიით, ზღვისპირეთის ველური ბუნებით, ხელოვნებითა და ოკეანის თავგადასავლებით ცნობილი კეიპტაუნი შესანიშნავი ქალაქია. ევრონიუსის კორესპონდენტი ლილი დაუსი ჩავიდა კეიპტაუნში, რათა საკუთარი თვალით ეხილა სამხრეთის თბილი კლიმატის პინგვინები, ემოგზაურა კეთილი იმედის კონცხზე და დამტკბარიყო კეიპტაუნის ფარული ხიბლით, ხმელეთითა და ზღვით.

 

სანაპიროს მოვლის შემდეგ ლილი  მდიდრულ სასტუმრო The Silo Hotel-ში დაბინავდა, სადაც თანამედროვე აფრიკული ხელოვნებით აღმოჩნდა გარშემორტყმული, რომლის შესახებაც ლილის სასტუმროს ხელოვნების კონსიერჟი ესაუბრა და გააცნო მას აფრიკის კონტინენტის თამამი ხელოვნების ნიმუშები და თვითმყოფადი ბუნება.

მალე  ლილი ისევ ბუნებაში დაბრუნდა და გიდთან ერთად კირსტენბოშის ბოტანიკური ბაღი (Kirstenbosch National Botanical Garden) დაათვალიერა. პეიზაჟებით მოხიბლულმა ლილიმ ადგილობირვი ხელოვანის ჯოანა ლი მილერისგან ხატვის კერძო გაკვეთილი აიღო და აფრიკის ეროვნულ სიმბოლოდ მიჩნეული ყვავილი პროტეა დახატა. მოგზაურობის ბოლოს ლილიმ ატლანტის ოკეანეში წყალქვეშა ლამინარიასნაირების ტყეში იცურა Travel Designer-ის ინსტრუქტორთან ერთად და ისიც შეიტყო, თუ როგორ უნდა მოიყვანო ლამინარია, რომ მისგან გემრიელი კერძები მოამზადო.

თავისი ისტორიით, ველური ბუნებით, ხელოვნებითა და ოკეანის თავგადასავლებით ცნობილი კეიპტაუნი ის ქალაქია, რომელიც თავისი კონტრასტებით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.

ავტორი: ლილი დაუსი

დაკავშირებული ამბები
მოგზაურობა კეიპტაუნში