კატეგორიები

უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველი შეხვედრა გამართეს

უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველი შეხვედრა გამართეს

კიევი და ბუდაპეშტი ურთიერთობების გადატვირთვას აქტიურად შეუდგნენ.პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე შვედეთში უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს. ანდრიი სიბიჰასა და ანიტა ორბანს შორის პირველი პირისპირი შეხვედრა შედგა, ნატოს მინისტერიალის პარალელურად. დიპლომატეი შეთანხმდნენ, რომ იქნება მეორე შეხვედრაც, უკვე ექსპერტების დონეზე, რომლის ცენტრალური საკითხიც ეროვნული უმცირესობების უფლებებზე კონსულტაციები იქნება.

უკრაინაში მცხოვრები ეთნიკურად უნგრელების საკითხი არახალია.მათთის მშობლიურ ენაზე საუბრისა და სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობის საკითხი პირველმა უნგრეთის ყოფილმა პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა წამოწია და კიევი გადაცდომებში დაადანაშაულა. სხვა ბევრ პოლიტიკურ მიმართულებასთან ერთად, ორბანი ამ საკითხზე აპელირებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა თუ მისთვის დახმარების დაბლოკვის არგუმენტსამყარებდა. საკითხით დაინტერესებულია უნგრეთის უკევ ახალი პრემიერიც, თუმცა კონსტრუქციული რიტორიკის ფარგლებში.დაინტერესებულია კიევიც, რადგან საკითხს მისთის უფრო ფართო დიაპაზონი აქვს,რომელიც ევროინტეგრაციას ეხება.

„ვთანხმდებით, რომ ჩვენი დიალოგის აღდგენა დადებითი განვითარებაა როგორც ჩვენი ერებისთვის, ისე მთელი ევროპისთვის. კოორდინაცია გავუწიეთ შემდგომ ორმხრივ კონტაქტებს ყველა დონეზე.ორივემ ვაღიარეთ ამ მიმართულებით პროგრესის მნიშვნელობა; ამავდროულად, ვცდილობთ ვიპოვოთ კონსტრუქციული გადაწყვეტილებები და მივაღწიოთ ხელშესახებ შედეგებს.ჩემი მხრიდან, ხაზი გავუსვი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კრიტიკულ მნიშვნელობას და მოლაპარაკებების დროულად გახსნის აუცილებლობას”- დაწერა პლათფორმა X-ზე ანდრიი სიბიჰამ.

ანდრიი სიბიჰამ უნგრელ კოლეგას რუსეთის წინააღმდეგ ომში არსებული სიტუაციაც გააცნოფრონტიდან, ესაუბრა სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივებსა და საკითხში ევროპის პოტენციურ ჩართულობაზეც. არ გამოირიცხება, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერს, პიტერ მადიარს შორის შეხვედრა უახლოეს პპერიოდში,უკვე ივნისში შედგეს. ამის შესახებ მზაობა კიევსა და ბუდაპეშტს დაფიქსირებული აქვთ,

დაკავშირებული ამბები
უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველი შეხვედრა გამართეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შვედეთში