კატეგორიები

პიტერ მაგიარი პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით პოლონეთს ესტუმრა

პიტერ მაგიარი პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით პოლონეთს ესტუმრა
Copyright AP/ Beata Zawrzel

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით პიტერ მადიარი პოლონეთს ესტუმრა. როგორც მოგვიანებით აღნიშნა, ის შემთხვევით არ აურჩევია და ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან თბილი შეხვედრა იმის აშკარა ნიშანია, რომ ვარშავასა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობების დათბობას ორივე მხარე ინტერესით ეკიდება, საამისო რესურსი საგრძნობია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ვიქტორ ორბანის ანტაგონისტურმა პოლიტიკამ დააზიანა, თუმცა გადატვირთვის პოლიტიკა ნათელია.

„პოლონელ და უნგრელ ხალხს ერთმანეთი უყვართ. არსებობს მჭიდრო კავშირი მათ შორის,რომელიც სამწუიხაროდ პოლიტიკის გამო დაზიანდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ გვსურს ეს კავშირები აღვადგინოთ და ერტად ვიმუშაოთ მნიშვნელოვან საკითხებზე“-აღნიშნა უნგრეთის ტრანსპორტისა და ინვესტიციების მინისტრი,დავიდ ვიტეზი.

პრემიერების ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე შეხების წერტილები საგრძნობი იყო,  უნგრეთის ახალი პრემიერი თანამშრომლობის ხელს მხოლოდ პოლონეთს არ უწოდებს, ახალი მიდგომა ვიშეგრადის ოთხეულსაც კი ცდება.

„უნგრეთი ყველაფერში  იქნება პოლონეთის, რაღა თქმა უნდა ის იქნება სლოვაკეთისა და ჩეხეთის პარტნიორიც, რათა ვიშეგრადის ოთხეულმა კვლავ დაიბრუნოს თავისი ძველი ძალა, ბრწყინვალება და გავლენა. ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირშიც. უფრო მეტიც, პირადად მეც მზად ვარ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია ვიშეგრადის ოთხეულის თანამშრომლობის გაფართოება, იქნება ეს ჩვენს სკანდინავიელ მეგობრებთან, ავსტრიასთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, რუმინეთთან თუ დასავლეთ ბალკანეთის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ამ კავშირის წევრი.უკრაინა არის მსხვერპლი და მას სრული უფლება აქვს, დაიცვას თავისი ტერიტორიული სუვერენიტეტი და მთლიანობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ასევე მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული იყო 1994 წელს ხელმოწერილი ბუდაპეშტის მემორანდუმით. ეს გარანტია მოქმედებდა და უზრუნველყოფილი იყო 2014 წლამდე.ყველას ერთადერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ ცეცხლიოს შეწყვეტას„-აღნიშნა უნგრელმა სტუმარმა პოლონეთში.

პიტერ მადიარს წინამორბედისგან განსხვავებით ნაკლებად კონფონტაციული რიტორიკა აქვს უკრაინასთან მიმართებით. ამასთან იმეორებს, რომ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკურიდ უნგრელებისთვის მშობლიურ ენაზე საუბარი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე ბუდაპეშტის მწვაენ შუქისთის. მანამდე დედაქალაქმა მწვანე შუქი უკვე აუნთო უკრაინის დახმარებას, რომელიც ევროკავშირში ვიქტორ ორბანის ვეტოს გამო იყინებოდა. პიტერ მადიარსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შესაძლოა ივნისში შედგეს.უკრაინის ლიდერს ხშირად ხვდება პოლონელი პრემიერიც, რომელიც კონტინენტზე მიმდინარე ომის ფონზე ევროპას მოსალოდნელი საფრხეების სესახებ აფრთხილებს.

„რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ უკრაინისა და მისი მეზობლების მიმართ შესაძლოა მალე ისეთი ვითარება შექმნას, როდესაც მოგვიწევს მკაცრი რეაგირება. არ მსურს ვინმეს შეშინება; პოლონეთისთვის ამ ეტაპზე უშუალო საფრთხე არ არსებობს. ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებით საფრთხე უკვე რეალობად იქცევა.დარწმუნებული ვარ, რომ მთელი NATO, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მოკავშირეებიც, ძალიან სერიოზულად მიუდგებიან ნებისმიერ შესაძლო საფრთხესა და პროვოკაციას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას — დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი: ასეთი მოვლენები უკვე იჩენს თავს, განსაკუთრებით ჩვენი ბალტიისპირელი მეზობლების მიმართ”-თქვა პოლონეთის ლიდერმა, დონად ტუსკმა.

მადიარი პოლონეთში ვიზიტისას შეხვედრა ქვეყნის ახალ პრეზიდენტს,კაროლ ნავროცკისაც შეხვდა.მედიაში აქტიურად წერენ,რომ ვარშავა გეგმავს ბუდაპეშტს ამერიკულ თხევად ბუნებრივ აირზე  წვდომა შესთავაზოს გდანსკის ახალი ტერმინალის მეშვეობით, რომლის ამოქმედებაც 2028 წელს არის დაგეგმილი.

დაკავშირებული ამბები
პიტერ მაგიარი პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით პოლონეთს ესტუმრა „ეს როტაციის გადავადებაა“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთიდან 4000 სამხედროს გაყვანაზე