კატეგორიები

ინდოეთის მთავრობა მოსახლეობას ნაკლები საწვავის მოხმარებისკენ მოუწოდებს

ინდოეთის მთავრობა მოსახლეობას ნაკლები საწვავის მოხმარებისკენ მოუწოდებს
Copyright Reuters
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი მოქალაქეებს ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს. ჰიდერაბადში გამართულ ხალხმრავალ გამოსვლაზე  მთავრობის მეთაურმა მოსახლეობასნაკლები საწვავის გამოყენებისკენ,

საზღვარგარეთ მოგზაურობის შემცირებისკენ, ნაკლები ოქროს შეძენისკენ, ავტობუსის ნაცვლად მეტროს გამოყენებისა და  სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდა, გამოვიდა იმპორტის შემცირების ინიდიცატივითაც. ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთის ომის ფონზე ენერგეტიკაზე გლობალურად გაზრდილი ფასებია, რამაც მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულაციის მქონე ქვეყანას საქმე მნიშვნელოვნად გაურთულა.სწორედ ამან უბიძგა ინდოელ ლიდერს, მოსახლეობის მიმართ ბოლო დროის ყველაზე მკვეთრი განცხადებებით გამოსულიყო.

„პატრიოტიზმი არაა მხოლოდ იმის ნება, რომ საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირო, ასეთ მომენტებში პატრიოტიზმი პასუხისმგებლობის გამოჩენა და ერის მიმართ ვალდებულებების შესრულებაა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამგვარ გლობალური კრიზისში პრიორიტეტი ვალდებულებაზე სრული ძალისხმევით უნდა გავაკეთოთ. დიდი გადაწყვეტილება იქნება საწვავისა და დიზელის ზომიერი გამოყენება, ჩვენ უნდა შევზღუდოთ მათი მოხმარება. კორონა ვირუსის დროს ჩენ ბევრი სისტემა დავერგეთ,მათ შორის იყო სახლიდან მუშაობა, ონლაინ შეხვედრები, ვიდეო კონერენციები,  ჩვენ მათ შევეჩვიეთ კიდეც, დღევანდელობა მოითხოვს,რომ თუ ჩვენ ამ სისტემებს აღვადგენთ, ეს ეროვნულ ინტერესს მოემსახურება. ამ კრიზისში ჩვენ ასევე უნდა გავუსვათ ხაზი უცხოური ვალუტის დაზოგვასაც. საწვავი და დიზელი იმდენად ძვირი გახდა გლობალურად,რომ ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასე რომ ჩენი პასუხისმგებლობაა, რომ უცხოური ვალუტა, რომელსაც საწვავისა და დიზელის შესასყიდად ვიყენებთ, ეკონომიურად გამოვიყენოთ“- აღნიშნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ.

ინდოეთი ნავთობის 90 %-ს იმპორტის შედეგად მოიხმარს,  ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ  კი, რაც აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივ სამხედრო ოპერაციაას მოჰყვა ირანში,  ქვეყანას ხარჯები მილიარდობით დოლარით გაეზარდა.რამაც სერიოზული პრობლემები შექმნა. ეროვნული ინტერესებით სასარგებლოდ მოქმედებისკენ მოწოდებების დროს,პრემიერ-მინისტრმა მოდიმ ფერმერებსაც მიმართა და მათ იმპორტირებული სასუქის გამოყენების შემცირება მოსთხოვა, 25-დან 40 %-მდე, რადგან იმოპორტირებულ სასუქებაზე გაკეთებული ეკონომია სავალუტო რეზერვებზე ზეწოლას მოხსნიდა.

დაკავშირებული ამბები
ინდოეთის მთავრობა მოსახლეობას ნაკლები საწვავის მოხმარებისკენ მოუწოდებს ინდოეთში ავიაკატასტროფას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა