კატეგორიები

Apple-ს ახალი დირეკქტორი ჯონ ტერნუსი უხელმძღვანელებს

Apple-ს  ახალი დირეკქტორი ჯონ ტერნუსი უხელმძღვანელებს
Copyright AP
Apple-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება. კომპანიას კომპანიის აღმასრულებელი გუნდის წევრს ჯონ ტერნუსი უხელმძღვანელებს.

მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი, რომელიც კომპანიას 15 წლის განმავლობაში ედგა სათავეში, თანამდებობას ტოვებს. ტიმ კუკმა თანამდებობა Apple-ს დამფუძლებლის სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ 2011 წელს დაიკავადა.

ამ დროის განმავლობაში კი კომპანიის საბაზრო ღირებულება 3.3 ტრილიონ ევროზე მეტით გაიზარდა. 65 წლის ტიმ კუკი აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობებს Apple-ის 1 სექტემბრიდან კომპანიის აღმასრულებელი გუნდის წევრს ჯონ ტერნუსს გადააბარებს.

„ჩემი ცხოვრების უდიდესი პრივილეგია იყო Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ყოფნა და ის ნდობა ვყოფილიყავი გამორჩეული კომპანიის ხელმძღვანელი. მე Apple მთელი გულით მიყვარს და უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ასეთი გონიერი, ინოვაციური, შემოქმედებითი და გულითადად მზრუნველი ადამიანების გუნდთან ერთად, რომლებიც ერთგულად ცდილობენ ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების გაუმჯობესებას და მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების შექმნას. ჯონ ტერნუსს აქვს ინჟინრის გონება, ინოვატორის სული და ლიდერობისთვის საჭირო გულწრფელობა და ღირსება. ის არის ლიდერი, რომელსაც Apple-ში 25 წლის განმავლობაში იმხელა წვლილი აქვს შეტანილი, რომ მისი დათვლა შეუძლებელია. ნამდვილად ის ადამიანია, რომელიც Apple-ს მომავალში გაუძღვება. მის შესაძლებლობებსა და ხასიათში სრულად დარწმუნებული ვარ. გარდამავალ ფერიოდსა და ჩემს ახალ როლში, მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას“, - ნათქვამია ტიმ კუკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

50 წლის ჯონ ტერნუსი Apple-ს 2001 წელს შეუერთდა, როდესაც კომპანიის პროდუქტის დიზაინის გუნდში დაიწყო მუშაობა. გასული ხუთი წლის განმავლობაში კი ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტების განვითარების გუნდებს ხელმძღვანელობდა, როგორიცაა iPhone, iPad, Mac, Apple Watch და AirPods.

„ღრმად მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის, გავაგრძელო Apple-ის მისია. თითქმის მთელი კარიერა Apple-ში გავატარე და გამიმართლა, რომ ვმუშაობდი სტივ ჯობსის ხელმძღვანელობით, ხოლო ტიმ კუკი მენტორად მყავდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო მონაწილეობა მიმეღო იმ პროდუქტებისა და გამოცდილებების შექმნაში, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ის, თუ როგორ ვურთიერთობთ სამყაროსთან და ერთმანეთთან. დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ იმას, რისი მიღწევაც შეგვიძლია მომდევნო წლებში, და ძალიან მიხარია, რომ დედამიწაზე ყველაზე ნიჭიერი ადამიანები აქ, Apple-ში არიან შეკრებილი, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ იყვნენ რაღაც უფრო დიდის ნაწილი, ვიდრე თითოეული ჩვენგანია. ეს როლი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და პირობას ვდებ, რომ ვიხელმძღვანელებ იმ ღირებულებებითა და ხედვით, რომლებმაც გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი შექმნა“, - ნათქვამია ჯონ ტერნუსის განცხადებაში.

კომპანიის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი, რომელიც Apple-ს 1998 წელს შეუერთდა, კომპანიას არ ტოვებს. ის Apple-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციაზე გადაინაცვლებს. კომპანიის ინფორმაციით ხელმძღვანელობაში ცვლილება დირექტორთა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.

დაკავშირებული ამბები
Apple-ს ახალი დირეკქტორი ჯონ ტერნუსი უხელმძღვანელებს ამერიკული კომპანია მისი ახალი AI მოდელის საფრთხეებზე საუბრობს