მთავარიამერიკამექსიკახალისკოს ახალი თაობის კარტელის ლიდერი, ნემესიო ოსეგერა სერვატესი, იგივე „ელ მენჩო” მოკლეს

ხალისკოს ახალი თაობის კარტელის ლიდერი, ნემესიო ოსეგერა სერვატესი, იგივე „ელ მენჩო” მოკლეს

მექსიკის არმიამ ხალისკოს ახალი თაობის კარტელის ლიდერი, ნემესიო ოსეგერა სერვატესი, იგივე „ელ მენჩო” მოკლა. ეს ნაბიჯი  მექსიკაში ყველაზე ძლიერი კარტელისთვის დიდი დარტყმაა. ამით მათ ტრამპის ადმინისტრაციასაც დაანახეს, რისი გაკეთება შეუძლიათ კარტელების წინააღმდეგ.

მექსიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოსეგერა სერვანტესი 22 თებერვალს ხალისკოს შტატში, ტაპალპაში, დაკავების სპეცოპერაციისას, სამხედროებითან შეტაკების დროს დაიჭრა. იგი მეხიკოში ფრენის დროს გზაში გარდაიცვალა.

ხალისკოს შტატში კარტელის დიდი ბაზაა, რომელიც შეერთებულ შტატებში დიდი რაოდენობით ფენტანილისა და სხვა ნარკოტიკებით ვაჭრობითაა ცნობილი.

„ვულოცავ მექსიკას, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია მუდმივად ემუქრება მექსიკას, აცხადებს, რომ სურს ჯარების გაგზავნა, კარტელების წინააღმდეგ გალაშქრება და რომ მექსიკა საკმარისს არ აკეთებს. ეს სერიოზული გზავნილია ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომ მექსიკა იბრძვის და იბრძვის გულმოდგინედ და ეფექტურად“. -ამბობს, არკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის საერთაშორისო ოპერაციების ყოფილი ხელმძღვანელი, მაიკლ ვიჯილი.

ოპერაციის დროს მექსიკის ჯარებს კარტელის წარმომადგენლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა.

დაიღუპა  სამი დაჭრილიც, რომელთა შორის ერთი ოსეგერა სერვანტესიც იყო.

დაკავებულია ორი პირი. ამოღებულია ჯავშანტექნიკა, რაკეტმტყორცნები და სხვადასხვა შეიარაღება. ოპერაციის დროს შეიარაღებული ძალების სამი წევრი დაიჭრა, რომლებსაც სამედიცინო დახმარებას უწევენ.

~„ამიერიდან საზოგადოების სხვადასხვა სექტორი, ბიზნესმენები,  კათოლიკური იერარქია და ასევე შეერთებული შტატები კლაუდია შაინბაუმის მთავრობის მიმართ დადებითად იქნებიან განწყობილი. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ნარკოკარტელების მიერ გზის გადაკეტვის, ავტობუსების გატაცების, სოციალურ მედიაში შექმნილი პანიკისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული არეულობის შედეგად იტანჯება,  მხარს დაუჭერს დაპატიმრების ამ მცდელობას, რომელიც ელ მენჩოს მკვლელობით დასრულდა“. – აცხადებს უსაფრთოების ექსპერტი, დევიდ საუსედო.

გავლენიანი ნარკობარონის მკვლელობამ ხალისკოსა და სხვა შტატებში რამდენიმე საათის განმავლობაში არეულობა გამოიწვია. კარტელის წევრებმა მანქანები დაწვეს და გზები გადაკეტეს.

ასეთ ტაქტიკას კარტელები ხშირად მიმართავენენ სამხედრო ოპერაციების შესაჩერებლად.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ  ხალისკოს ტურისტული ქალაქი პუერტო-ვალიარტა კვამლითაა დაფარული პანიკაში მყოფი ხალხი კი შტატის დედაქალაქის აეროპორტში გარბის.

ხელისუფლების ცნობით, კარტელის წევრებმა მექსიკის უნგრ დაწვეს ავტომობილები და გადაკეტეს გზები. ხალისკოს დედაქალაქი, გვადალახარა, 22 თებერვალს ღამით მოჩვენებების ქალაქად იქცა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა თავს არიდებდა გარეთ გადაადგილებისგან.  რამდენიმე შტატში დაიკეტა სკოლები.  ხელისუფლება 14 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მათ შორის შვიდი ეროვნული გვარდიის ჯარისკაცია.

22 თებერვალს შუადღისას, Air Canada-მ შექმნილი სიტუაციის გამო პუერტო-ვალიარტაში რეისები შეაჩერა. კომპანიამ გააფრთხილა  მგზავრები, არ მისულიყვნენ აეროპორტში.

სხვდასხვა ქვეყნის მთავრობები, მათ შორის შეერთებული შტატები და კანადა, თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ოპერაციის დროს  თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დარჩნენ უსაფრთხო ზონებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend