ტოკიოს ორი ცნობილი შეფმზარეული კიმიო ნონაგა და იაჰეი სუძუკი გვაცნობენ საკუთარი ქალაქის კულინარიულ მემკვიდრეობას, რომლის განუყოფელი ნაწილია ტოკიოს ძველი უბნები, სანოვაგით დახუნძლული ბაზრები თუ თანამედროვე გემოები.
მესამე თაობის შეფმზარეული კიმიო ნონაგა კერძებს ტრადიციული მეთოდების დაცვით ამზადებს, თუმცა მათ თანამედროვე სამზარეულოს სტილსა და გემოებს უხამებს, რითაც თავისი ისტორიული უბნის სულ წარმოაჩენს. იგი აქებს მიმდებარე ქუჩებში გახსნილ მაღაზიებს, რომლებიც ავლენას ახდენენ ადგილობრივ სამზარეულოზე.
ტოკიოს მეორე მხარეს მინატოს უბანში იაჰეი სუძუკი, რომელმაც მზარეულობა იტალიაში ისწავლა იაპონურ ინგრედიენტებს იტალიურ კერძებში იყენებს. ხშირად დადის ბოსტნეულის საყიდლად ტოიოსუს ბაზარში ან სასეირნოდ მიდის ნინგიოჩომდე, სადაც ყველაფერში ჯერ კიდევ ძველი სამყაროს სული იგრძნობა. ასეთ გარემოში შთაგონებასაც ადვილად პოულობს. იაჰეის მიაჩნია, რომ ტოკიო მუდამ რაღაც სიახლეს სთავაზობს ადამიანს, იქნება ეს იაპონური სამზარეულო თუ უბრალოდ მუსიკის კლუბი.
ავტორი: ჯერემი უილქსი

