მთავარიევროპასაბერძნეთიძლიერ სტიქიას საბერძნეთში მსხვერპლი მოჰყვა

ძლიერ სტიქიას საბერძნეთში მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთში, ოთხშაბათს, 21 იანვარს, დაწყებულმა სტიქიამ ქვეყნის დედაქალაქის ნაწილი დატბორა. კოკისპირულმა წვიმამ და ქარმა ათენში მდებარე გლიფადას უბანში გზები ტალახითა და ნარჩენებით დაფარა. მოსახლეობის ნაწილმა საკუთარი ავტომობილების პოვნა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც დატბორილ ქუჩებში წყლის დონემ იკლო. უპრეცედენტო ზიანის საპასუხოდ მუნიციპალურ მუშაკებს  ადგილობრივები ეხმარებიან. ადგილზეა მძიმე ტექნიკაც.

„სრული ქაოსი იყო, გარეთ გასვლა შეუძლებელი იყო, ხალხს სახლები დაეტბორა, აქ უკვე 15 წელია, ვცხოვრობ და მსგავსი არაფერი მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე არხები ღია იყო და წყალი ჩვეულებრივად გადიოდა“,- ამბობს ადგილობრივი დიმიტრის ანიფანტისი.

სტიქიამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორისაა სანაპირო დაცვის თანამშრომელიც, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და სტიქიის დაწყებისას მეთევზეებს სანაპიროს დატოვებისკენ მოუწოდებდა. დაღუპულია კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც გარეუბანში წყალდიდობას ემსხვერპლა.

„როგორც გავიგე, ქალი თავისი სახლიდან გამოვიდა, ის აქ ახლოს ცხოვრობდა. მან სცადა ქუჩის გადაკვეთა, ალბათ სადღაც იყო მისასვლელი ან შესაძლოა ბავშვებთან მიეჩქარებოდა. უცებ მანქანა წყალმა ჩაითრია, ის მანქანის ქვეშ მოექცა და დაიღუპა“,- აღნიშნავს ათენის გარეუბანში მცხოვრები ირო თეოფილოპოლუსი.

მიუხედავად გამაგრებითი სამუშაოებისა, ათენის სამხრეთ ნაწილში წყალი და ნარჩენები ჰიმეტოსის მთიდან  მაინც ჩამოირეცხა, რადგან სტიქია ძალიან მძლავრი აღმოჩნდა. 24 საათის განმავლობაში  საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურმა დახმარების თხოვნით 1000-მდე ზარი მიიღო.

ქალაქის ამ ნაწილში ამჟამად სკოლები დაკეტილია, დროებით გაუქმდა საბორნე მიმოსვლა ადგილობრივ პორტშიც.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend