მთავარიევროპარუსეთიპესკოვი: „რუსეთმა ტრამპისგან „მშვიდობის საბჭოს“ წევრობაზე მოწვევა მიიღო"

პესკოვი: „რუსეთმა ტრამპისგან „მშვიდობის საბჭოს“ წევრობაზე მოწვევა მიიღო”

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ თუკი ამერიკის შეერთებული შტატები გრენლანდიასთან დაკავშირებით თავის გეგმებს განახორციელებს, ტრამპი „ისტორიაში შევა”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მანვე თქვა ისიც, რომ რუსეთმა დონალდ ტრამპისგან ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილ „ღაზის მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობის შეთავაზება მიიღო და წინადადების განხილვის პროცესშია.

„არსებობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მიჩნევენ, რომ თუ ტრამპი გრენლანდიაზე კონტროლს აიღებს, იგი უეჭველად შევა არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიო ისტორიაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მიუხედავად იმისა, კარგია ეს თუ ცუდი, რთულია მათ არ დაეთანხმო.

ზოგადად, ბოლო პერიოდში გრენლანდიასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით და ვაანალიზებთ ყველაფერს, რაც ხდება. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებით, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ.

პრეზიდენტმა პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა მშვიდობის საბჭოში მონაწილეობის შესახებ. ამჟამად ამ წინადადების ყველა დეტალს ვიკვლევთ და ამასთან, ვიმედოვნებთ ამერიკულ მხარესთან კონტაქტს ვითარების უკეთ გასარკვევად“, – განაცხადა პესკოვმა.

„ბლუმბერგის“ თანახმად, დონალდ ტრამპს სურს, „მშვიდობის საბჭოში“ წევრობის სანაცვლოდ სახელმწიფოებისგან ერთი მილიარდი დოლარის გადახდა მოითხოვოს. ამერიკული გამოცემის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ტრამპის ინიციატივაა, რომ ეს საბჭო გაეროს ალტერნატივად იქცეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend