მთავარიევროპარუსეთირუსეთში დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიამენეჯერსI

რუსეთში დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიამენეჯერსI

მოსკოვში დაუსწრებლად შეუფარდეს ხუთწლიანი პატიმრობა რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაგამოცემის, „მედუზას“ დამფუძნებელს, გალინა ტიმჩენკოს.

მოსკოვის რაიონული სასამართლო მას ადანაშაულებს „არასასურველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში“. გამოცემის თანახმად, გალინა ტიმჩენკოს ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლისსამართლებრივი დევნა სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების დარღვევად შეაფასა.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ონლაინგამოცემა „მედუზა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ 2023 წელს გამოაცხადა. მომდევნო წელს ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ მისი ხელმძღვანელი „უცხოეთის გავლენის აგენტად“ გამოაცხადა, მიმდინარე წლის მაისში კი გალინა ტიმჩენკოს წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო და ძებნა გამოცხადდა.

გამოძიების ვერსიით, გალინა ტიმჩენკომ მედიაგამოცემა „მედუზა“ შექმნა „ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობისა და რუსეთის მოქმედი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პილიტიკის მიმართ სიძულვილის განცდით“.

რუსეთის პროკურატურის თანახმად, გალინა ტიმჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფორმალური საფუძველი გახდა მისი ინტერვიუ ორ საერთაშორისო მედიასაშუალებასთან, სადაც მან „გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება და ქვეყნის სახელმწიფო მოწყობა“.

ერთ-ერთი უცხოური მედიასაშუალება, ვისაც გალინა ტიმჩენკო ესაუბრა იყო Deutsche Welle-სთან, რომელიც, თავის მხრივ, მოსკოვმა 2025 წლის 16 დეკემბერს „არასასურველი ორგანიზაციების“ რეესტრში შეიყვანა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend