მთავარიევროპაუკრაინაფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები „გამარჯვების გეგმას“ მიესალმებიან

ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები „გამარჯვების გეგმას“ მიესალმებიან

უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულების ხუთპუნქტიან გეგმას გამოეხმაურნენ.

„გამარჯვების გეგმა“, რომლებიც პრეზიდენტმა უკრაინის პარლამენტში 16 ოქტომბერს წარადგინა, უკრაინის ნატოში გაწევრებას მოიცავს.

ასევე ზელენსკი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს გააუქმონ შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების იარაღის გამოყენებაზე, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ მნიშვნელოვან სამხედრო პუნქტებზე იერიშის მიტანა შეძლოს.

ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცების ნაწილი ზელენსკის ამ გეგმას მიესალმება. 

ხარკივის რეგიონში მებრძოლი ბრიგადის წევრი ამბობს, რომ მას ომის მალე დასრულება სურს, რომ ქვეყანა ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა და მხარს ვუჭერთ „გამარჯვების გეგმას“. ჩვენ გვჭირდება ჭურვები, გვჭირდება დასავლური იარაღი. ამ ომის მოსაგებად გვჭირდება დასავლური ფინანსური დახმარება. თუ ჩვენ ამ ომს, აქ არ დავასრულებთ, ევროპა და მისი ტერიტორიები დაზარალდება. შეიძლება ეს ხუთ, შვიდ ან ათ წელში მოხდეს. ჩვენი უახლოესი მეზობლები პოლონეთია. თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგ დარტყმას პოლონეთი 24 საათში მიიღებს“, – ამბობს ბრიგადის წევრი, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა.

მაისიდან მოყოლებული ხარკივის რეგიონში უკრაინის ეროვნული გვარდიის ბრიგადამ რუსული ჯარების შეჩერება შეძლეს.

ბრიგადის წევრების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ 400 ჰექტარი მიწა დაიბრუნეს და რუსული პოლკი გაანადგურეს, რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია.

„გამარჯვების გეგმის“ ამოქმედება რთული იქნება. პირველ რიგში, ჩვენ არაადეკვატურ მოწინააღმდეგეს ვებრძვით, რომელთანაც რთულია რაიმე სახის მოლაპარაკება აწარმოო. თუმცა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის და საერთაშორისო ზეწოლის იმედი გვაქვს. და რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავნებდეთ“, – ამბობს ბრიგადის შტაბის უფროსი.

ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ მეორე პუნქტი სწორედ სამხედრო ოპერაციებს ეხება.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით აუცილებელია ომის რუსეთში დაბრუნება, რაც რუსეთში სოციალური დაძაბულობის გაზრდასა გამოიწვევს. ამ პუნქტის მნიშვნელოვანი ნაწილი კი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო ოპერაციების რუსეთის ტერიტორიაზე გაძლიერებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend