ირანმა გასულ კვირას ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
ანტონიუ გუტერეშის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფრონტაცია გამოიწვიოს.
We have a shared responsibility to work for peace.
Regional – and indeed global – peace and security are being undermined by the hour.
The world cannot afford more war.
My remarks to Sunday's emergency Security Council session: https://t.co/I3ry6m7YuU pic.twitter.com/sQeH5fi0ku
— António Guterres (@antonioguterres) April 14, 2024
ამ კონფლიქტით ყველაზე მეტად სამოქალაქო პირები ზარალდებიან.
ანტონიუ გუტერეში ამბობს, რომ მათ აქვთ საერთო პასუხისმგებლობა, რომ პროცესებში აქტიურად ჩართონ ყველა დაინტერესებული მხარე შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.
ჯო ბაიდენს არ სურს რეგიონული კონფლიქტის ესკალაცია ან უფრო ფართო ომი ირანთან. ამიტომ პირადად მუშაობს პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე. ამის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ ერთ-ერთ ტელევიზიასთან ისაუბრა.
ირანის თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმაც. მისი თქმით, ირანის თავდასხმა ნიშნავს ომის გამოცხადებას.
ისრაელი თავს იკავებს გარკვეული ქმედებებისგან, რადგან იცის, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ ნაბიჯს. მისი განცხადებით, ისრაელი აქტიურად თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან და განიხილავენ ყველა შესაძლებლობას.
იცხაკ ჰერცოგი დარწმუნებულია, რომ ისრაელის მოქალაქეების დასაცავად გადადგამენ ყველა აუცილებელ ნაბიჯს. თავად ისრაელს კი ომი არ სურს.
ჩრდილოეთ ისრაელში კირიათ–შმონის მოსახლეობა კი ორმაგი საფრთხის წინაში აღმოჩნდა.
„ჰეზბოლას“ პერიოდულ იერიშებს გასულ კვირას ირანის უპრეცედენტო თავდასხმა დაემატა. საზღვრისპირა დასახლებაში მცხოვრებთათვის ეს დღე განსაკუთრებით მძიმე იყო.