მთავარიაზიაისრაელიისრაელი აცხადებს, რომ ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99% ჩამოაგდო

ისრაელი აცხადებს, რომ ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99% ჩამოაგდო

ირანმა ისრაელის მიმართულებით ასეულობით დრონი და ათეულობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ინფორმაციით, ისრაელმა მათკენ გაშვებული 300-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, განცხადებით, თავდაცვის ოპერაციაში ისრაელის თავდაცვის ძალებთან ერთად ჩართულნი იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის სამხედრო ძალები.

ისრაელის საწინააღმდეგო აქცია დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან, თეირანი, ირანი, 14 აპრილი, 2024 წელი Copyright AP Photo/Vahid Salemi

ისრაელის საგანგებო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ირანში აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი 1-ელ აპრილს დამასკოში ირანის საელჩოს მახლობლად განხორციელებულ ავიაიერიშზე, რომელსაც “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” 7 წევრი ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ მაღალი რანგის მეთაურებიც.

ირანის მიერ ისრაელზე მოსალოდნელ თავდასხმაზე განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც  და ირანს მოუწოდა, რომ მსგავსი ნაბიჯი არ გადაედგა.

ჯო ბაიდენის თქმით, მან შეხვედრაზე მოიწვია დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები, ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე საპასუხო ზომების შესათანხმებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend