მთავარიამერიკააშშვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ვიზიტის მისიის ფარგლებში თეთრ სახლს ეწვია. მისი მიზანია, კიევისთვის განკუთვნილი 61 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვის პაკეტი მიიღოს.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კანონმდებლებს მოუწოდებს, თანხა სწრაფად დაამტკიცონ, თუმცა რესპუბლიკელები ბლოკავენ დახმარებას. მათი მოთხოვნაა, რომ დაფინანსება ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას მოხმარდეს.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოზიცია ყველასთვის ნათელი იყო. მისი თქმით, თუ ახლა არ გასცემენ დამატებით დახმარებას, მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, დაეხმარონ უკრაინას იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებაში, რომლებიც მათ აქვთ. პუტინი ფსონს დებს იმაზე, რომ შეერთებული შტატები ვერ შეასრულებს უკრაინისთვის მიცემულ პირობას.  ჯო ბაიდენს სურს დაუმტკიცოს რუსეთს, რომ იგი  ცდება.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მნიშვნელოვანია, რომ აგრესორს ამ წლის ბოლომდე გაუგზავნონ ერთიანობის ძლიერი სიგნალი. მისი თქმით, ეს იქნება უკრაინის, ამერიკის, ევროპის, მთელი თავისუფალი სამყაროს ერთიანობის გამომხატველი.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს შეხვდა. სპიკერმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების კონგრესი უკრაინის გვერდით დგას და ეწინააღმდეგება პუტინის სასტიკ შეჭრას, თუმცა დასძინა, რომ ამ მხარდაჭერის შესახებ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში სენატორებს შეხვდა

იგი აღნიშნავს, რომ ამერიკელი ხალხი თავისუფლების გვერდით დგას და ისინი ბრძოლის სწორ მხარეს არიან. თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღიდან სპიკერმა თეთრი სახლისგან უფრო მეტი სიცხადე  მოითხოვა. მისი აზრით, მათ სჭირდებათ იმ სტრატეგიის ერთად არჩევა, რომელიც უკრაინას გამარჯვების საშუალებას მისცემს.

მაიკ ჯონსონის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია დამატებით მილიარდობით დოლარს ითხოვს სათანადო ზედამხედველობის, გამარჯვების მკაფიო სტრატეგიის გარეშე. თუმცა ადმინისტრაცია ვალდებულია, ამერიკელ ხალხს ყველაფერი აუხსნას და მათ კითხვებს უპასუხოს.

რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ  სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე მიგრანტების პრობლემის მოგვარებას მოხმარდეს. ამასთანავე, ისინი აცხადებენ, რომ საჭიროა იმიგრაციის ფუნდამენტური რეფორმა და ცვლილებები თავშესაფრის მიცემის სისტემაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend