მთავარიმსოფლიოევროპაკოსოვო და სერბეთი ჩრდილოეთ კოსოვოში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ

კოსოვო და სერბეთი ჩრდილოეთ კოსოვოში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ

კოსოვოს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც პოლიციასთან შეიარაღებულ თავდასხმასა და კოსოვოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში არიან ბრალდებული.

კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონასტრის ალყის ამსახველი კადრები გაავრცელა. შემთხვევა სოფელ ბანისკაში მოხდა. მონასტერში გამაგრებულ შეიარაღებულ პირებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკების დროს ერთი პოლიციელი და სამი შეიარაღებული პირი დაიღუპა.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ სერბეთი შეიარაღებული ჯგუფის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მილან რადოიჩიჩზე, რომელიც ეთნიკური სერბების ლიდერია.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი კი აცხადებს, რომ დაღუპულებზე პასუხისმგებლობა კოსოვოს ოფიციალურ პირებს ეკისრებათ.

ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებმა სერბებმა კოსოვოს პოლიციასთან შეტაკების დროს დაღუპული სერბების პატივსაცემად სანთლები დაანთეს.

თავდასხმის გამო  კოსოვოში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. შეტაკებას   წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი მზარდი დაძაბულობა და კოსოვოსა და სერბეთს შორის მოლაპარაკებების შეჩერება.

ამავე ამბავზე:

სამმართალდამცველებმა კოსოვოს მონასტერში შეიარაღებული პირები დააკავეს

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend