მთავარიმსოფლიოევროპასამმართალდამცველებმა კოსოვოს მონასტერში შეიარაღებული პირები დააკავეს

სამმართალდამცველებმა კოსოვოს მონასტერში შეიარაღებული პირები დააკავეს

ოპერაციის დროს ამოღებული იარაღის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ  დაპირისპირების დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაავრცელა

კოსოვოს ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. მიტროვიცის მიმდებარე ოთხ მუნიციპალიტეტში, ეთნიკურად სერბების უმეტესობა ცხოვრობს.

სამართალდამცველების მიერ კონტროლის გამკაცრება კვირას კოსოვოში პოლიციელის მკვლელობას მოჰყვა. შეიარაღებულმა პირებმა მონასტერს შეაფარეს თავი. სამი თავდამსხმელი კოსოვოს პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა.

მონასტერს ალყა შემოარტყეს, ოპერაციის დროს ამოღებული იარაღის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ  დაპირისპირების დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაავრცელა. სამართალდამცველებმა ამოიღეს ნაღმები, ყუმბარები და სარაკეტო გამშვები დანადგარი.

ამასთან კოსოვოს მთავრობამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც შეიარაღებული პირთა ჯგუფი ჩანს. მათი თქმით, დაახლოებით 30 მათგანი კოსოვოში სერბეთის მართლმადიდებელ მონასტერს აფარებდა თავს.

ამ დრომდე უცნობია, ვინ არიან შეიარაღებული პირები და ვინ უჭერდა მათ მხარს. პრიშტინა ბელგრადს თავდამსხმელების დახმარებაში  ადანაშაულებს, ბრალდებას სერბეთი უარყოფს და ამბობს, რომ ისინი კოსოვოში მცხოვრები სერბები არიან.

კოსოვოს მთავრობასა და სერბებს შორის მუდმივი დაძაბულობაა. სერბები ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთით ცხოვრობენ და ბელგრადთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ცდილობს სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას, დაპირისპირება მაინც ხშირად არის ხოლმე.

როგორც კოსოვოს, ასევე სერბეთის ნაციონალისტი ლიდერები კომპრომისზე წასასვლელად ჯერ მზად არ არიან.

ამავე ამბავზე:

შეიარაღებულ სერბებსა და კოსოვოს სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend