მთავარიევროპარუსეთიომის რუსული ფასი

ომის რუსული ფასი

რუსეთის ფედერაციის ქალაქებზე  1945 წლიდან იერიში არავის მიუტანია. არასოდეს ამ ხნის განმავლობაში… –  2022 წლის დეკემბრამდე.

ომის დაწყების დღეს, კიევში, ხარკივში ან ხერსონში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკრაინული სამხედრო დრონები და რაკეტები რუსულ ქალაქებში რუსულ შენობებს დაანგრევდნენ.

ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების ერთ-ერთი საფუძველი რუსული ჩექმისა და ხიშტის უძლეველობის მითი იყო, მითი რუსული ქალაქების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მითი რუსული სახელმწიფოს ხელშეუხებლობის შესახებ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ამ მითის ნგრევა ანექსირებული ყირიმიდან დაიწყო, როდესაც 2022 წლის 8 ოქტომბერს ნახევარკუნძულის დამაკავშირებელი ხიდი აფეთქდა, იგივე განმეორდა 2023 წლის 17 ივლისს.

ყირიმის ხიდის აფეთქება – რას წერენ რუსები და უკრაინელები სოციალურ ქსელში

 

მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევის შედეგად ხიდი აღადგინეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყირიმის ოკუპანტთა მოქალაქეების რწმენა მათ უსაფრთხოებაში ასე სწრაფად აღდგეს.

რუსულ ეროვნულ თავმოყვარეობაზე აქამდე ყველაზე დიდი დარტყმა, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმამდე 5 დღით ადრე კრემლის შენობაზე სამხედრო დრონებით მიტანილი იერიში გამოდგა, აგრესორი სახელმწიფოს დედაქალაქი მიუწვდომელი აღარ იყო.

კრემლი, რუსეთი. 3 მაისი, 2023 – Copyright Euronews

 

უკრაინის მოსაზღვრე რუსულ რეგიონებში, ბელგოროდსა და ბრიანსკში, კიევის ჯარების მიერ საარტილერიო ძალებით დარტყმების მიყენება ომის განუყოფელი ნაწილი გახდა, უკრაინული დროშის ქვეშ მებრძოლი რუსეთის გათავისუფლების ლეგიონმა კი რუსულ ტერიტორიაზე რამდენიმე რეიდი მოაწყო.

 

 

რუსულ ქალაქებზე უკრაინული ძალებით იერიშის ამ ეტაპისთვის ბოლო და შთამბეჭდავი მაგალითი მოსკოვის ყველაზე თანამედროვე უბანზე უკრაინული სამხედრო დრონებით მიტანილი იერიშებია.

კრემლის პასუხი ყოველთვის დაუნდობელი და წამგებიანია, უკრაინის მშვიდობიანი და თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი დაბომბვა კი, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საინფორმაციო ომში კრემლი აშკარად აგებს.

ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend