სოციალური ქსელის მომხმარებლები და პოლიტიკოსები აქტიურად გამოეხმაურნენ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 8 ოქტომბერს გამთენიისას დაწერა – “სარაკეტო კრეისერი მოსკვა და ქერჩის ხიდი (იგივე ყირიმის ხიდი), რუსეთის ძალაუფლების ორი სიმბოლო დაინგრა – რა არის შემდეგი რუსებო?”
The guided missile cruiser Moskva and the Kerch Bridge – two notorious symbols of russian power in Ukrainian Crimea – have gone down.
What’s next in line, russkies?— Defense of Ukraine (@DefenceU) October 8, 2022
“ყირიმი, ხიდი, დასაწყისი. ყველაფერი არალეგალური უნდა განადგურდეს , ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, რუსეთის მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორია უნდა დაბრუნდეს”, – უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილო პოდოლიაკი.
Crimea, the bridge, the beginning. Everything illegal must be destroyed, everything stolen must be returned to Ukraine, everything occupied by Russia must be expelled. pic.twitter.com/yUiSwOLlDP
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) October 8, 2022
უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნდა ხიდის აფეთქებისა და და ასევე მერლინ მონროს ჩანაწერი, სადაც ის ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ჯონ კენედის დაბადების დღეს ულოცავს. ცნობისთვის 7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი 70 წლის გახდა ხოლო 8 ოქტომბერს გამთენიისას ხიდზე აფეთქება მოხდა.
Доброго ранку, Україно! 🇺🇦 pic.twitter.com/UQMI6LheSR
— Oleksiy Danilov (@OleksiyDanilov) October 8, 2022
ზოგადად სოციალურ ქსელში ჰეშთეგით #ყირიმის ხიდი, ბევრი იუმორისტული მიმი გამოქვეყნდა, სადაც უკრაინელები ერთმანეთს ულოცავდნენ.
ნაკლები იყო ხალისი სოციალური ქსელის რუსულ სეგმენტში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თავის ტელეგრამარხზე დაწერა, რომ კიევის რეჟიმის ქმედება მის ტერორისტულ ბუნებაზე მეტყველებს“. დეპუტატი სერგეი მირონოვი, უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ მოუწოდებს, პროპაგანდის ოლგა სკაბეევას კი იმედი აქვს, რომ რუსეთი ამაზე „რაიმე პასუხს გასცემს”.
Крымский мост… Специальная военная операция ЗАКОНЧЕНА. Пора ВОЕВАТЬ! Жёстко, даже жестоко. Без оглядки на какие-либо порицания со стороны Запада. Больше санкций уже не будет! Хуже слов уже не скажут! Нам надо делать своё. Начали – идём до конца. Назад дороги нет! Пора ответить! pic.twitter.com/L2IquUdRSY
— Сергей Миронов (@mironov_ru) October 8, 2022