მთავარიკუბინაფიცმა მსაჯულებმა ემბერ ჰერდი ჯონი დეპის წინააღმდეგ ცილისწამებაში დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ემბერ ჰერდი ჯონი დეპის წინააღმდეგ ცილისწამებაში დამნაშავედ ცნეს

სასამართლო პროცესი მსახიობებსა და ყოფილ მეუღლეებს ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის, ჯონი დეპის სასარგებლოდ დასრულდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ ემბერ ჰერდის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ის იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, არის ცილისწამება.

ვერდიქტის მიხედვით, ემბერ ჰერდმა ჯონი დეპს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

საპასუხო სარჩელი ჰქონდა შეტანილი ემბერ ჰერდსაც. სარჩელში წერია. რომ მისი რეპუტაცია შეილახა.

ამ ფაქტს წინ უძღოდა დეპის ადვოკატის ინტერვიუ „დეილი მეილისთვის“, სადაც ის ამბობს, რომ ჯონი დეპის მიმართ ჰერდის ბრალდება ოჯახურ ძალადობაზე ინსცენირება იყო.

ემბერი ითხოვდა 100 მილიონ დოლარს, თუმცა მსაჯულებმა კომპენსაციის სახით 2 მილიონი დოლარი დააკმაყოფილეს.

სასამართლო 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პერიოდში სოციალური ქსელის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ განხილვადი თემა გახდა. “ტიკტოკზე” ვიდეოებს “ჰეშთეგით” #სამართალი ჯონი დეპს ჯამში 19 მილიარდი ნახვა აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend