მთავარიმსოფლიოC5-ის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან

C5-ის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან

პრაღასთან ახლოს C5-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. C5-ში გაწევრიანებულია ხუთი ევროპული ქვეყანა:  ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ავსტრია და სლოვენია. მინისტრებს განსხვავებული პოზიციები აქვთ რუსული ნავთობისა და გზის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, უნგრეთი ეწინააღმდეგება რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვას.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის განცხადებით, ჩეხეთს ევროკავშირის პრეზიდენტობის პერიოდში სურს, რუსეთისგან ნავთობპროდუქტების იმპორტი შეაჩეროს. მისი აზრით, რუსეთს მინიმუმამდე უნდა შეუმცირდეს ევროკავშირთან ვაჭრობით მიღებული სარგებელი. მისი უნგრელი კოლეგისთვის კი ეს გადაწყვეტილება მიუღებელია.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ამბობს, რომ უნგრეთმა ევროკავშირის მიერ წარდგენილი ზომებისა და სანქციების 5 პაკეტს დაუჭირა მხარი, თუმცა, ახლა მისთვის პრიორიტეტული საკითხი უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებაა. პიტერ სიიარტო აღნიშნავს, რომ  უნგრეთი ვერ შეუერთდება იმ სანქციებს, რომლებიც ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვას ეხება.

ავსტრია პრაგმატულად უყურებს პრობლემას და ისეთი სანქციების დაწესებას ემხრობა, რომლებიც ევროპაზე მეტად რუსეთს დააზარალებს. სლოვაკეთს სურს, უკრაინის მიმართ უფრო მეტი სამხედრო დამხარება გაიცეს. სლოვენიაში კი აცხადებენ, რომ არ უნდა განმეორდეს წარსულის შეცდომები და ევროპა აღარ უნდა იყოს დამოკიდებული რუსეთის ნავთობსა და გაზზე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend