მთავარი მსოფლიო განიმუხტება თუ არა დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან ბაიდენი-პუტინის საუბრის შემდეგ?

განიმუხტება თუ არა დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან ბაიდენი-პუტინის საუბრის შემდეგ?

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზაციის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბარს გამართავენ.

ამერიკის შეერთებული შტატების 46 – პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს მისი სახელმწიფოს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი –  აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი ჯეინ პსაკი.

ჟურნალისტი: რას მოიმოქმედებთ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად? ვრცელდება ინფორმაცია რომ მოსკოვი ამას 2022 წელს აპირებს.

ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი: ჩვენ მოსკოვის ნაბიჯებს თვალს ვადევნებთ დიდი ხანია და ეჭვი მაქვს პუტინთან ხანგრძლივი საუბარი მექნება.

ჟურნალისტი: თქვენთვის მისაღებია პუტინის მიერ გავლებული წითელი ხაზები?

ჯო ბაიდენ: მე არავის მიერ გასმულ წითელ ხაზებს არ ვემორჩილები.

ვლადიმერ პუტინი კი აცხადებს, რომ მას დასავლეთის სამართლებრივი გარანტიები ესაჭიროება, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება.

“ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან დიალოგისას ჩვენ კონკრეტული შეთანხმების მიღწევის საკითხს დავაყენებთ – ეს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ეხება, რუსეთის ტერიტორიასთან ახლოს ჩვენთვის საშიში სამხედრო სისტემების განთავსებას“, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

მოსკოვში მოღვაწე, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი ფიოდორ ლუკიანოვი ფიქრობს, რომ ბაიდენსა და პუტინს შორის შეთანხმება ვერ შედგება.

“არსებობს შთაბეჭდილება, რომ სერიოზული საკითხი წამოიჭრა, ეს საკითხი თუ არ გადაიჭრება, შესაძლოა, როგორც ვაშინგტონის ასევე მოსკოვის მხრიდან ძალის უხეში დემონსტრირების მოწმენი გავხდეთ. დღევანდელი დიალოგი ცივი ომის დიალოგის მსგავსია. ცივი ომისას პრობლემებს დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთად არ აგვარებდნენ, არამედ ორივე მხარე თავისი ძალებით ცდილობდა პრობლემის აღმოფხვრას. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დავის საგანი უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპაა, სხვა საკითხებში ასეთი დაპირისპირება არ არის“,  – მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი ფიოდორ ლუკიანოვი.

ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის ბოლო საუბარი ივლისში შედგა. ამ საუბრისას ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის მოქმედი ჰაკერების მიერ მის სახელმწიფოზე თავდასხმის შეჩერება მოსთხოვა. ჰაკერული თავდასხმები არ შეჩერებულა. უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან კი 200 ათასამდე რუსი ჯარისკაცია მობილიზებული.

უახლესი

სხვა ამბები

უკრაინაუკრაინა

Send this to a friend