მთავარიკუბიკველვა: ევროპაში უკრაინის დახმარების სურვილი ისევ მაღალია, პუტინის მიმართ უნდობლობა იზრდება

კველვა: ევროპაში უკრაინის დახმარების სურვილი ისევ მაღალია, პუტინის მიმართ უნდობლობა იზრდება

ევროკავშირის სოციოლოგიური სამსახურის კვლევის მიხედვით, უკრაინის მრავალმხრივ დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ომში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა ისევ მყარად უჭერს მხარს.

“ევრობარომეტრის” შედეგების მიხედვით,ევროკავშირის მოქალაქეების 88% მხარს უჭერს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას.  86%  ლტოლვილების მიღებას ეთანხმება, ხოლო 75% ფინანსურ მხარდაჭერას ემხრობა.

72% რუსეთისთვის სანქციების დაწესების მომხრედ რჩება. 66% ამბობს, რომ უნდა იკრძალოს რუსეთის სახელმწიფო არხები, როგორიცაა RT და “სპუტნიკი”.

რაც შეეხება იარაღს, 64% აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას დააფინანსოს სამხედრო ტექნიკა და იარაღი უკრაინისთვის. მათ შორის 28% მტკიცედ უჭერს, მხარს, ხოლო 36% უფრო მეტად უჭერს მხარს.

რაც შეეხება კიდევ ერთ კვლევას, რომელიც ამერიკულმა სოციოლოგიურმა კომპანია Pew Research-მა  სხვადასხვა კონტინენტზე, 24 ქვეყანაში ჩაატარა, შეეხებოდა განწყობებს, რუსეთის პრეზიდენტის, უკრაინის პრეზიდენტის, ნატოსა და რუსეთის მიმართ.

კვლევის მიხედვით, ვლადიმერ პუტინის მიმართ უნდობლობა 87%-მა გამოხატა, ხოლო ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართ ნეგატიურად განწყობილი 39% იყო.

პუტინი დადებითად შეაფასა 11%-მა, ხოლო ზელენსკი – 51%-მა.

იმ ქვეყნებში, სადაც ვლადიმერ პუტინი ყველაზე მეტად შეაფასეს დადებითად არის ინდოეთი და ინდონეზია. ამავდროულად სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც წლების განმავლობაში პუტინის მიმართ ნდობა დღევანდელთან შედარებით მაღალი იყო, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ნეგატიური მაჩვენებელი გაიზარდა. მაგალითად ინდოეთში თუ 2019 წელს პუტინს ნეგატიურად აფასებდა მოქალაქეების 13%, დღეს მათი რაოდენობა 30%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, 24 ქვეყანაში გამოკითხული ადამიანების 51% მას დადებითად აფასებს, ხოლო 39%-ს საპირისპირო დამოკიდებულება აქვს. ზელენსკის მიმართ განწყობა დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყანაზე. მაგალითად, თუ შვედეთში მას 86% ენდობა, უნგრეთში ეს მონაცემი 11%-ია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend