მთავარი მსოფლიო ევროპა ევროკავშირსა და ვარშავაში აღმოსავლეთ საზღვრებთან „ჰიბრიდული ომის“ შესახებ საუბრობენ

ევროკავშირსა და ვარშავაში აღმოსავლეთ საზღვრებთან „ჰიბრიდული ომის“ შესახებ საუბრობენ

მიგრანტები კვლავ ახერხებენ ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლას. ევროკავშირი და ვარშავა კი აღმოსავლეთის საზღვრებზე „ჰიბრიდული ომის“ შესახებ საუბრობენ. გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ევროპელების ამ განცხადებას შეერთებული შტატებიც შეუერთდა.

ესტონეთის წარმომადგენელი გაეროში სვენ იურგენსონი აცხადებს, რომ ეს ტაქტიკა ევროკავშირისთვის მიუღებელია და საჭიროებს მძლავრ საერთაშორისო რეაგირებასა და თანამშრომლობას, ბელარუსმა პასუხი უნდა აგოს. ლუკაშენკოს რეჟიმი საფრთხეს უქმნის  რეგიონის სტაბილურობას. მისი თქმით,  ბელარუსის მთავრობის წევრებმა უნდა გაიგონ, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ მიგრანტების გამოყენება კარგს არაფერს მოუტანს მათ.

ევროკავშირი რუსეთს ადანაშაულებს, რომ ლუკაშენკოს ეხმარება და კრიზისის გაღვივებასა და ევროკავშირის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს და დასავლეთს მიგრანტების ქვეყნების განადგურებაში ადანაშაულებს.

რუსეთის ელჩის მოადგილე გაეროში დმიტრი პოლიანსკი აღნიშნავს, რომ ერთადერთი გამოსავალი დიალოგია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი ასეთი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. დმიტრი პოლიანსკი ამბობს რომ საკმარისია, საზოგადოებამ გაიხსენოს, რატომ გარბიან ეს ადამიანები თავიანთი ქვეყნებიდან, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვინ ანადგურებს მათ ქვეყნებს.

ევროკავშირში ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავენ. ლუკაშენკო კი ევროკავშირს ემუქრება, რომ შეუწყვეტს გაზის მიწოდებას.

უახლესი

სხვა ამბები

ევროპაევროპა

Send this to a friend