მთავარი მსოფლიო რამადანი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ჩაივლის

რამადანი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ჩაივლის

დღეიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განთიადიდან მზის ჩასვლამდე მუსლიმანები მარხვას დაიწყებენ. ამ დროს ისინი ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და გართობაზე უარს ამბობენ.

შეზღუდვების გამო მეჩეთებში მომლოცველთა და ვიზიტორთა რაოდენობა 20-30%-ით შემცირდება, სავალდებულოა პირბადის ტარება და იკრძალება მეჩეთების გარეთ შეკრებები.

ეგვიპტის დედაქალაქში ბაზარში მყიდველებმა განაცხადეს, რომ წელს უფრო უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე შარშან რამადანის დროს. წინა წელს, ამ დროს, კომენდანტის საათი მოქმედებდა.

რეგულაციების შედეგად დაიხურა ბაზრებისა და სავაჭრო ცენტრების უმეტესობა. თუმცა ღია სივრცეებში ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვა ნებადართულია.

 

ხალხი იკრიბება ფინიკის შესაძენად, რომელსაც მარხვის დროს მიირთმევენ.

ამერიკის ზოგიერთ შტატში რამადანი დღეს 12 აპრილს იწყება, 13 აპრილიდან კი – მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

რამადანის დაწყების ზუსტი დრო  დამოკიდებულია ახალი ნახევარმთვარის გამოჩენაზე. საუდის არაბეთში ახალი მთვარის გამოჩენას სამშაბათს ელოდებიან.

მაროკოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გაგრძელდება ღამის კომენდანტის საათი.

ტუნისში კი კომენდანტის საათი საღამოს 7 საათის ნაცვლად 10 საათიდან დაიწყება.

 

უახლესი

სხვა ამბები