ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის ტერიტორიაზე რუსების თავდასხმებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაიჭრა.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსების მიერ ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით გაშვებული „შაჰედის“ ტიპის 116 დრონიდან 59 ჩამოაგდეს. მათივე თქმით, მოსკოვმა ასევე გამოიყენა ბალისტიკური რაკეტები და პლანირებადი ბომბები.
რეგიონული გუბერნატორის ინფორმაციით, ხარკივის ერთ-ერთ სოფელზე რუსების თავდასხმის შემდეგ ნანგრევებში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა სუმიში. რუსების მთავარი სამიზნე ამჯერად კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. იერიშების გამო რამდენიმე დასახლებაში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
გუბერნატორ ივან ფედოროვის თქმით, რუსეთი თავს დაესხა უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიასაც. დაღუპულია ორი ადამიანი, 14 კი – დაშავებული.
უკრაინის ეროვნულ გვარდიაში აცხადებენ, რომ რუსეთი ინტენსიურ შეტევებს აწარმოებს აღმოსავლეთის ფრონტზე, რათა დონეცკის რეგიონის გარკვეული ნაწილები დაიკავოს.