მთავარისაქართველოსაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთი 3:2 ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთი 3:2 ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მიუახლოვდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში საფრანგეთი 3:2 ანგარიშით დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში პირველადგილოსნების გარდა 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს, კიდევ ერთი საგზური კი რეიტინგით ბოლო 2 მეორეადგილოსანს შორის გათამაშდება.

საქართველოსა და საფრანგეთის გარდა ჯგუფში სომხეთისა და რუსეთის ნაკრებები არიან. მომდევნო შეხვედრას ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ რუსეთში გამართავს. რუსეთისა და საქართველოს მატჩი 12 აპრილს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend