მთავარი ევროპა ირლანდია ჩრდილოეთ ირლანდიაში დაპირისპირება გამწვავდა

ჩრდილოეთ ირლანდიაში დაპირისპირება გამწვავდა

ჩრდილოეთ ირალნდიაში ბოლო ერთი კვირაა ხელისუფლება ვერ ახერხებს სიმშვიდის აღდგენას.

პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა ბრექსიტის შემდეგ ვაჭრობის წესების გამკაცრებამ.

ჩრდილოეთ ირლანდიაში შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები, რომლებიც კონფლიქტში ჩართულ მხარეებს სტაბილურობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

,, მკაცრად ვგმობთ ძალადობას, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩრდილოეთ ირლანდიაში ვხედავთ. არავინ იქნება ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ჩართულია ამ კონფლიქტში, თავი შეიკავოს  ძალადობრივი ქმედებებისგან“, – განაცხადა ევროკომისიის მთავარი სპიკერი ერიკ მამერმა.

 

,,ჩვენ ძალიან გვაღელვებს ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმდინარე ძალადობა და ვუერთდებით ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჩრდილოეთი ირლანდიის ლიდერებს სამშვიდობო ინიციტივაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უსაფრთხო და აყვავებულ ჩრდილოეთ ირლანდიას, სადაც საზოგადოების თითოეული წევრი ცხოვრობს მშვიდობიან გარემოში”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

1998 წლის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიაში ბოლო კვირის განმავლობაში არეულობა ძირითადად ბრექსიტთან დაკავშირებული ვაჭრობის ახალ წესებს უკავშირდება, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ დაარღვიოს წონასწორობა კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის.

 

უახლესი

სხვა ამბები