გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოს რამდენიმე სოფელში საგანგებო მდგომარეობაა. ჩაკეტილია სოფელი ორსანტია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის სოფელში ტესტირებები დაიწყო. საგანგებო მდგომარეობაა გურიაში – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის შესასვლელებში სპეციალური საგუშაგოებია განთავსებული. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატება რეგიონებში სავარაუდოდ რეგულაციების დარღვევას უკავშირდება.