მთავარიკუბიკონსპირაციული გზავნილები კორონავირუსის შესახებ

კონსპირაციული გზავნილები კორონავირუსის შესახებ

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) გამოაქვეყნა კვლევა  „ინფოდემია საქართველოში“. ინფოდემია ონლაინ და ოფლაინ ინფორმაციის მოზღვავებაა, რომელიც ცრუ ცნობების განზრახ გავრცელების მცდელობებს მოიცავს და მიზნად საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაგირების შესუსტებას და ცალკეული ჯგუფებისა და ინდივიდების ალტერნატიული დღის წესრიგის ხელშეწყობას ისახავს.

კვლევისას რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა:

1.პანდემიის/კორონას უარყოფა და კონსპირაციული თეორიები ვირუსის წარმომავლობის შესახებ;

  1. ვაქცინაცია;
  2. ავტორიტარული ქვეყნები (რუსეთი/ჩინეთი) დასავლეთის საპირწონედ;
  3. რელიგია და იდენტობა;
  4. დიაგნოსტიკა, რეგულაციები და სხვა.

გარდა ამისა, გამოიკვეთა 3 ძირითადი ჯგუფი (პოლიტიკური, ანტილიბერალური, ეკონომიკური), რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით მცდარ ინფორმაციას  სისტემატურად ავრცელებდნენ. აღსანიშნავია, რომ ანტივაქსერები გვხვდებიან როგორც პოლიტიკურ, ასევე ანტილიბერალურ ჯგუფებში.  თუმცა დამოუკიდებლადაც არსებობენ. ისინი ძირითადად სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ფეისბუკჯგუფში აქტიურობენ. მათი აქტივობით დაინტერესდა კრემლის ინტერესების დამცველი მედია, რადგან წლის ბოლოს ეს პლატფორმები ანტივაქსერების პოზიციების გაჟღერებას უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ, ვიდრე პოლიტიკურ საკითხებს.

 

მონიტორინგი 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე მონაცემებს ფარავს. ანგარიშში გამოყენებულია კვლევის შერეული მეთოდოლოგია: ტრადიციული მედიის კონტენტ-ანალიზი, დამატებით ყალბი ინფორმაციის გამოვლენის მიზნით გამოყენებულია სოციალური მედიის მონიტორინგი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend