მთავარიაზიაირანირა ბედი ელის ირანის ბირთვულ შეთანხმებას

რა ბედი ელის ირანის ბირთვულ შეთანხმებას

ირანის მთავრობის გადაწყვეტილებით, 23 თებერვლიდან  საერთაშორისო დამკვირვებლები ქვეყნის ბირთვულ სადგურებში ვეღარ შევლენ. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, ამერიკა მზადაა, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. მდგომარეობის გამოსასწორებლად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანთან სამთვიანი შეთანხმება გააფორმა. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მხარეები 2015 წლის შეთანხმებას ვერ დაუბრუნდებიან.

„არ შეიძლება, გვქონდეს იმის ილუზია, რომ 2015 წლის შეთანხმებას დავუბრუნდებით. ჩვენ უნდა გავიგოთ, რა დაამზადეს ირანელებმა ბოლო ხუთ წელიწადში. რა ბედი ეწია ამ მასალას, ვის მიჰყიდეს. ირანი ამ დროის განმავლობაში აკრძალულ საქმიანობას ეწეოდა“, – აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რაფაელ გროსი.

ირანი იმუქრება, რომ ურანის გამდიდრების 60-პროცენტიან მაჩვენებელს მიაღწევს. ამ შემთხვევაში ირანი ატომური იარაღის დამზადებას შეძლებს. გროსის აზრით, ეს რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

 

„ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს გადაწყვეტილება ისედაც რთულ რეგიონს კიდევ უფრო სახიფათოს გახდის. იმედი მაქვს, რომ სააგენტო სიტუაციის განმუხტვას შეძლებს“, – აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რაფაელ გროსი.

ირანში აცხადებენ, რომ ისინი ატომური იარაღის წარმოებას არ აპირებენ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგება, ქვეყანა გააგრძელებს ბირთვული პროგრამის გაფართოებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend