მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთის ქალაქ კალეში მიგრანტების ნაწილი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს

საფრანგეთის ქალაქ კალეში მიგრანტების ნაწილი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს

საფრანგეთის ქალაქ კალეში ინგლისში გამგზავრების მსურველი მიგრანტების დიდი ნაწილი კვლავ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათ საფრანგეთის მთავრობის მიერ შექმნილ თავშესაფრებში გადასვლას გაყინულ კარვებში დარჩენა ურჩევნიათ.

გაყინული კარვები და უფუნქციო ონკანები. ეს ქალაქ კალეს რეალობაა.

მიგრანტების ამბობენ, რომ ისინი ჯოჯოხეთში ცხოვრობენ, რადგან ბანაკებში გამყინვარებაა. თუმცა მათ უმეტესობას  ურჩევნია, ყინვას გაუძლოს, ვიდრე ხელისუფლების მიერ გამოყოფილ თავშესაფარში გადავიდეს. მათ არ სურთ, ინგლისში წასვლის შანსი ხელიდან გაუშვან.

„მე კარავში მძინავს, გაყინულ კარავში. გარეთ რომ გამოვსულიყავი, იძულებული ვიყავი, კარავი გამეხია, რადგან ელვაც კი გაყინული იყო,“ ამბობს სომალეკუ მიგრანტი ბაბალადე.

 

მთავრობამ შესაბამისი თავშესაფრები გახსნა, აქ მიგრანტებს ცხელი საკვებითა და საწოლით უზრუნველყოფენ.

თუმცა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, თავშესაფრის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს და მათთან დაკავშირება საკმაოდ რთულია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „უტოპია56-ის“ ვიცე-პრეზიდენტის იან მანზის განცხადებით რაც კალესა და გრანდ-სინტეში ხდება, სამარცხვინოა.

„ისინი ხალხს აჯერებენ, რომ ხსნიან თავშესაფრებს, მაგრამ მიგრანტებს ამ ცენტრებში წასვლა არ სურთ, რადგან იმ ადგილებიდან ძალიან შორსაა, საიდანაც ინგლისში გადასვლა შეიძლება. ჩვენ ეს სისტემა ბევრჯერ გვინახავს და ის არ მუშაობს,“ თქვა იან მანზმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „უტოპია56-ის“ თანახმად რანდ-სინტესა და კალეში 500-ზე მეტი მიგრანტი მძიმე პირობებში ცხოვრობს.

დაბალი ტემპერატურის მიუხედავად მიგრანტების მხრიდან საზღვრების გადაკვეთის სურვილი არ შემცირებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend